სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
19-06-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებლებს - მანანა ღოღობერიძეს ემოციურ ვითარებაში დაემშვიდობნენ.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც როგორც გვიყვებიან, სანახაობრივად ლამაზი და მოსასმენად სასიამოვნო იყო.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მანოს (მანანა მასწავლებლის) კლასი“ - ასე უწოდებენ თავიანთ კლასს მოსწავლეები და დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მას. ოთხწლიანი ურთიერთობების მანძილზე დედაშვილური და მზრუნველი სიყვარული იგრძნობოდა მოსწავლე-მასწავლებლის მხრიდან, რომელიც მათ ცხოვრებაში დიდ და კეთილ კვალს დატოვებს.... კლასმაც დაიმსახურა „მზრუნველი კლასის“ ტიტული და როგორც მანანა მასწავლებელმა აღნიშნა, დარწმუნებულია, არა მარტო ამ ხნის განმავლობაში, არამედ მათი სასკოლო ცხოვრების ყველა ეტაპზე ამ ტიტულის მატარებელნი იქნებიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის. 

მასწავლებელმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მეოთხეკლასელებს. მომდევნო საფეხურებზე თავიანთი სიყოჩაღით, შრომითა და გარჯით ესახელებინოთ მათი მშობლიური სკოლა, მშობლები, აღმზრდელი პედაგოგები და ყველაზე მთავარი პირველი მასწავლებელი.  მანანა მასწავლებელს კი ბევრი საუკეთესო თაობების დაფრთიანებას ვუსურვებთ! მადლობა, მოწვეულ სტუმრებს და მხარდაჭერისთვის, მადლობა სკოლის ხელმძღვანელობას, მშობლებს, რომლებიც სასკოლო ცხოვრების აქტიური მონაწილეები არიან ყოველთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება