სიახლეები
სკოლები

„გარემო და ნარჩენები“-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა
19-06-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მათ, პედაგოგები გარემოს ზრუნვასა და მოფრთხილებას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთია - „გარემო და ნარჩენები“. 

აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფი II-IV კლასები იყო.

„პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და მათ ჩართულობას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში ჩატარდა:

  • გონებრივი იერიში - რა იციან მოსწავლეებმა დედამიწის გაფრთხილების შესახებ, როგორ გარემოში ამჯობინებენ ცხოვრებას? რატომ?
  • მოკლე ლექცია „დედამიწა ჩვენი სახლია“;

მოსწავლეებმა, ასევე, იმსჯელებს იმის შესახებ თუ რა არის ნარჩენი და მოთხრობა „ბაბუას დარიგება“ წაიკითხეს. ამის შემდგომ კი მაკულატურისათვის ყუთი დაამზადეს და მისი შეგროვება დაიწყეს.

პროექტის მიმდინარეობისას სკოლაში ასევე მოსწავლეებმა ყვავილებისთვის ქოთნები შეაგროვეს, მათთვის მიწა, ყვავილის თესლები და ნერგები მოამზადეს.

„ბავშვებმა ყვავილები დარგეს, დათესეს, მორწყეს და ფანჯრის რაფაზე სათითაოდ განალაგეს, ყოველ დღე დააკვირდებიან და იზრუნებენ მორწყვასა და მოვლაზე, მალე გადარგვასაც ისწავლიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი - ნარჩენების გამოყენება და პოპულარიზაცია, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან იყო.

„მადლობა მშობლებს, რომ დაგვეხმარნენ, ნიადაგის, თესლებისა და ნერგების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავს პედაგოგი ნაზიბროლა ბოლქვაძე.

ბავშვებმა მიღებული ინფორმაციები პრაქტიკაში გამოიყენეს და მასწავლებლების დახმარებით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

„პროექტის დასაწყისში მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია და ვალდებულებების გათავისება გარემოს დაცვასა და დასუფთავებაზე, სწორედ ეს იყო აქტივობის მიზანი, მათ თეორია პრაქტიკით შეცვალეს და ჩვენი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს“, - გვიყვება პედაგოგი.

მათ, ასევე, სკოლის ეზოში ყვავილის ნერგები დარგეს და გარემო გაამწვანეს.

აქტივობები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, განხორციელდა შესაბამისი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვით.

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი სკოლის მოსწავლეს - სულხან ანთაძეს, დახმარებისა და გვერდით დგომისათვის მადლობა ხათუნა დეკანაძეს, მასწავლებელს, რომელიც თან დაგვეხმარა და ფოტოებიც გადაგვიღო“, - აღნიშნავს პედაგოგი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებულ მე-4 შეხვედრზე მოსწავლეებმა ნახეს ვიდეომასალა -  „ნაგვის ჩაყრას ვირტუოზობა არ სჭირდება“ მოიყვანეს მსგავსი ცხოვრებისეული მაგალითები, შეადარეს, შეაფასეს ადამიანების ასეთი ქმედებები.

მათ ისაუბრეს, თუ როგორ მოიქცევიან თვითონ მსგავს სიტუაციაში.

ბავშვებმა ასევე ნახეს ვიდეომასალა - „როგორ გადავარჩინოთ დედამიწა“, შექმნეს ნახატები და მოიფიქრეს მოწოდებები.

„მოსწავლეებმა კლასში წარმოადგინეს პრეზენტაცია - მოწოდებებით - „მომავალი ჩვენს ხელშია“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ფარგლებში მათ ასევე განიხილეს, მდგრადი განვითარების მე- 12 მიზანი - მოხმარება და წარმოება.

პროექტის წევრებმა ნახეს ვიდეომასალები, თუ როგორ ხდება სხვა ქვეყნებში და ჩვენს ქვეყანაში ნარჩენების გადამუშავება და ახალი პროდუქციის შექმნა.

ბავშვებმა ისწავლეს, ნარჩენების შეგროვება-დახარისხება და შესაბამის ურნებში მოთავსება,  ინდივიდუალურადაც მოგროვება და ჩაბარება.

„შემდეგ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც მოახერხეს და თვითონ შეეცადნენ ნარჩენებისაგან რესურსის დამზადებას, რაც  შესანიშნავად გამოუვიდათ“, - გვიყვება პედაგოგი.

მოსწავლეთა დევიზი იყო - „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“.

ბავშვებმა პროექტის ფარგლებში, ასევე, სკოლის ეზოში მათი გამოყვანილი ყვავილის ნერგები დარგეს, რომელსაც, როგორც გვიყვებიან, ძალიან უფრთხილდებოდნენ და წყალს არ აკლებდნენ.

„პროექტის ფარგლებში ჩვენმა პატარებმა შექმნეს პროდუქტი, შეიძინეს პრაქტიკა, რაც მომავალში დაეხმარება მათ უკეთესი რესურსი შექმნან. ისეთი მონდომებითა და ყურადღებით არიან ჩართულნი, რომ ქაღალდის ნარჩენსაც კი ურნაში არ აგდებენ, პირიქით აგროვებენ. მე მჯერა თქვენი, რომ ეს მხოლოდ აქ არ დარჩება, თქვენ ის მომავალი ხართ, ვისაც შეეძლება გლობალური პრობლემების დაძლევაში უდიდესი წვლილი შეიტანოთ“, - აღნიშნავს პედაგოგი ნაზიბროლა ბოლქვაძე.

დავალება, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში მიეცათ, ბავშვებმა კლასში დიდი მონდომებით შეასრულეს და მასწავლებელს დაახვედრეს.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში გრანდიოზული პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

პროექტის წევრებმა კლასში წარმადგინეს პრეზენტაცია მათი ნამუშევრების შესახებ, ასევე მოაწყვეს გამოფენა.

საპრეზენტაციო თემები წარმოადგინეს მოწავლეებმა:

საბა იაკობაძე - „ნარჩენების მართვა და გამოყენება“

ხელმძღვანელი - ნინო შაინიძე.

ლუკა იაკობაძე- „ადამიანები, რომლებმაც გაუსწრეს დროს“

ხელმძღვანელი -ქეთი დეკანაძე.

ელისო კოჩალიძე - „გარემო და ნარჩენების მართვა“

ხელმძღვანელი - თამილა დავითაძე.

ბექა ცეცხლაძე - „არჩენების მართვა"

ხელმძღვანელი - დარიკო მელაძე.

ანდრია ბოლქვაძე- „დანაგვიანების მიზეზები და შედეგები“

ხელმძღვანელი - ლია ბოლქვაძე.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„ჩვენი მიზანი-მოსწავლეებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში-დაძლეულია. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს პროექტში ჩართულობისა და აქტიურობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოოტები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება