სიახლეები
პიროვნება

„იმისთვის, რომ წარმატებული და ბედნიერი იყო, ბევრი შრომაა საჭირო“- ეკატერინე ღუღუნიშვილი, მერევის საჯარო სკოლის პედაგოგი
19-06-2023
-
+


„მე ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს“,- ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ეკატერინე ღუღუნიშვილი, რომლის ხელმძღვანელობით მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.

ამჯერად, მან საკუთარი შეხედულებები  etaloni.ge -ს ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა. ისაუბრა, 2022-2023 სასწავლო წელზე, მოსწავლეთა მშობლებს რჩევები მისცა, გაიხსენა მოსწავლისგან მიღებული საუკეთესო კომპლიმენტი და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საინტერესო, მრავალფეროვანი... ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, როგორც დაიწყებ წელს - ენერგიით, მონდომებით, შემართებით, სწორედ ისეთი წელი იქნება...უნდა დაისახო მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელო.
მეც ჩემს მოსწავლეებთან ერთად, კიდევ ერთი წლით ვიზრდები, ვვითარდები და ვსწავლობ მათგან...მოვახერხეთ და შევძელით, გარკვეული აქტივობების განხორციელება, საერთო ჯამში, კარგი წელი იყო.

- მშობლებს სკოლის სახლით ვეტყოდი...

- რომ მშობლის და სკოლის თანამშრომლობა აუცილებელია, საჭიროა მშობლების აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში....უნდა შევქმნათ ისეთი დემოკრატიული გარემო ერთად, რომ მშობელი არ იყოს შებოჭილი იყოს თავისუფალი. კიდევ უფრო აქტიურტად ითანამშრომლონ სასკოლო საზოგადოებათან. მათი აქტიურობით კიდევ უფრო გაიზრდება სოციალურ-ემოციური ფონი. მშობელმა და მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყონ მოსწავლეს წარმატების მიღწევაში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი....

- სკოლა დამამთავრე 2004 წელს და წინსაფარზე დავიხატე-დედა-შვილი, რომელსაც ხელში უჭირავს ვაზის მტევანი და ვაზის ფონზეა ნახატი შესრულებული... ახლაც რომ დავუფიქრდი, ისევ ამ ნახატს ავირჩევდი...
ქართველებს არაერთხელ გამოუხატავთ ვაზის და ღვინის სიყვარული. ქართველი და ვაზი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ეს ჩანს ხელოვნებაში, ლიტერატურაში....ვაზი წმინდაა და მას უდიდესი ძალა აქვს... ვაზი დედაღვთისმშობელია მტევანი კი, მაცხოვარი.
დედა-შვილის სიყვარული კი, ამქვეყნად მთავარია და მას საზღვარი არ აქვს, ეს არის სიცოცხლის წყარო... ბევრი შეიძლება დედაზე ითქვას, მაგრამ მხოლოდ ერთს გავიხსენებდი - ცხრა ძმა ხერხეულიძის დედამ ცხრავე ვაჟი ბრძოლის ველზე დაკარგა, მაგრამ დედამ სიმწრისა და ტკივილის მიუხედავად, დროშა მაინც აღმართა.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ეს პერიოდი ცოტა რთული და დამღლელი იყო, თითქოს რაღაც მარწუხებში ხარ მოქცეული, საპასუხისმგებლოც...
მაგრამ, ზოგადად, სასიამოვნოდ და ძალიან კარგად მახსენდება, ეს პერიოდი მაინც საუკეთესოა ჩემთვის და მართლაც განუმეორებელი. მახსენდება, ლამპის შუქზე დაწერილი თემები და ნასწავლი გაკვეთილები. ეს იყო მოლოდინი და ახალი ცხოვრების დასაწყისი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- მათ აქვთ საუკეთესო წლები და მაქსიმალურად შეეცადონ გამოიყენონ...სწავლით, შრომით და მონდომებით აუცილებლად მიაღწევენ მიზანს.

მოსწავლეებისგან მიღებული შექება...

- შექება და კომპლიმენტი ძალიან მახარებს, თუნდაც დაფაზე ან ფურცელზე დაწერილი - მას მიყვარხარ და გულიც მიხატული...
მე ვგრძნობ მათ სიყვარულს, ყვავილებსაც ხშირად მჩუქნიან... მომწონს მოსწავლეებთან ურთიერთობა და სახალისო ფოტოებსაც ხშირად ვიღებთ.

- მოტივაციას მაძლევს...

- იმისათვის, რომ იყო წარმატებული, უკეთესი, ბედნიერი - ბევრი შრომაა საჭირო, საკუთარ თავზეა დამოკიდებული, როგორ გარემოს შეიქმნი და რას გააკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოჯახი იქნება, სამსახური, თუ სხვა...
როცა გრძნობ დაფასებას, პატივისცემას და სიყვარულს, ეს მაძლევს მოტივაციას და ძალას, რომ ვიყო უკეთესი მათთვის, ვიდრე ვარ.
რაც მთავარია, მე ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს... როცა ვხედავ ჩემი შრომის შედეგს - ეს არის ჩემი მიღწევაც...
მოსწავლეებიც, რომლებიც თვალებში შემოგციცინებენ, გენდობიან, შენი იმედი აქვთ - ეს ძალას მმატებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

სკოლის ექიმის ხელფასი 800, ექთნის კი 670 ლარი იქნება - მთავრობის დადგენილება

მასწავლებელთა სქემის მუხლები 1-ელ ივლისამდეა შეჩერებული - სამინისტრო ახალ ვადებს ასახელებს

„ბაღებში კვების მენიუში დასაშვებია თანხის ცდომილება რამდენიმე თეთრით“ - დოკუმენტი

სასკოლო ნივთებისთვის მოსწავლეები 100 ლარს მიიღებენ - „ოჯახები ვერ ახერხებენ ბავშვებისათვის სასკოლო ნივთების შეძენას“

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საერთაშორისო კამპანიის მიზანია მსოფლიო ბავშვების გაერთიანება მშვიდობისთვის


მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები და არაერთი მუსიკალური ნომერი დადგეს

ყოველი წლის ბოლოს, თბილისის N61 საჯარო სკოლა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას ახორციელებს

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება