სიახლეები
სკოლები

ეშტიის N2 სკოლის მასწავლებელმა, რიპსიმე აროიანმა და მისმა მოსწავლეებმა ინოვაციური პროექტები განახორციელეს
19-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი რიპსიმე აროიანი მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობდა. 

მისი ხელმძღვანელობით, სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში, STEM-ის მიმართულებით, მეორე პროექტი - „გარე განათება“, განახორციელეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, არაჩვეულებრივი ნამუშევარი შექმნეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მასწავლებლის დადებითი შეფასება დაიმსახურეს. 

„მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოსწავლეებს, ვინც რაღაც წვლილი შეიტანეს ამ პროექტის განხორციელებაში. ასევე, უღრმეს მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელებს, მათ შორის, ქალბატონ ქეთევან კურცხალიას, იმისთვის, რომ მისცეს სოფლის სკოლებს საინოვაციო პროექტების განვითარების შესაძლებლობა.
მინდა აღვნიშნო, რომ STEM პროექტები ჩემთვის საერთოდ უცნობი იყო. 2021-2022 სასწავლო წელს გავიარე STEM მენტორთა კურსი, რომლისათვისაც მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ ფასილიტატორებს - ბატონ დავით სონღოლაშვილს, ქალბატონ მარეხ მაზანაშვილს და ბატონ უტა კილოსონიას. მიღებული ცოდნით დიდი სიამოვნებით ვასწავლი ბავშვებს. უღრმესი მადლობა ყველას“,- წერს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგის მასწავლებელი (წრის ხელმძღვანელი) რიპსიმე აროიანი. 

იხილეთ ვიდეოები:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება