სიახლეები
სკოლები

თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი სპორტულ-გასართობი შეჯიბრით დაასრულეს
19-06-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში აკადემიური წელი სპორტულ-გასართობი ღონისძიებით დასრულდა. 

15 ივნისს, სასწავლო წლის ბოლო დღეს, სკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - გაიკ მალხასიანი და მკრტიჩ ლოქიანი.

თამაშში მონაწილეობდა მე-5-დან - მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.

მოსწავლეები ოთხ გუნდად გადანაწილდნენ. თითო გუნდს ჰყავდა თავისი ლიდერი. თითოეულ გუნდს ჰქონდა ლოგო, სახალი და ლოზუნგი. სპორტულ გასართობ თამაშებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ -  „პეგასი“, „მაფია“, „ვოროგაითი“ და „ჯავახეთი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მეტად სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. მწვავე შეჯიბრში გაიმარჯვა გუნდმა „ჯავახეთმა“.

ჟიურის წევრებისა და სკოლის დირექტორის ხელმძღვანელობით, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და მედლები.

ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს და შთამბეჭდავად დაასრულეს სასწავლო წელი.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება