სიახლეები
სკოლები

„აურზაური ალუბლების ქუჩაზე“- სამტრედიის N12 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი მიუზიკლი წარუდგინეს
19-06-2023
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

აკადემიური წლის ბოლოს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა - ფიქრია თურქიამ სასკოლო საზოგადოებას მიუზიკლი - „აურზაური ალუბლების ქუჩაზე“ წარუდგინეს. აღნიშნული აქტივობით ისინი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ და მეხუთე კლასის კარი შეაღეს.

მიუზიკლის შთაგონების წყარო პამელა ტრევერსის ცნობილი ნაწარმოები - „მერი პოპინსი“ იყო,  რომელსაც მოსწავლეები, გასულ ზაფხულს, კლასგარეშე მხატვრული კითხვის ონლაინ კლუბში გაეცნენ. პედაგოგმა - ფიქრია თურქიამ სცენარი აღნიშნულ ნაწარმოებზე დაყრდნობითა და განვლილი წლების განმავლობაში მოსწავლეთა ნათქვამი ფრაზებიდან, საუბრებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე დაწერა.

აქტივობებში მოსწავლეები - ანასტასია ბექელაძე, მოსე გეგეშიძე, ნოდიკო გიორგაძე, გიორგი დოლიძე, ნინი თავაძე, ნიკოლოზ ლომიძე, მარიამ მამაგეიშვილი, დანილა მესიაჩენკო, მარიამ ნიკოლეიშვილი, ნინო რევიშვილი, საბა სტურუა, მარიამ ფრანგიშვილი, შალვა ქაქუთია, ნიკოლოზ ხუჭუა, ლუკა ჯაში, მარიამ წიქვაძე მონაწილეობდნენ.

„ღონისძიება იყო ერთგვარი შეჯამება-ანგარიში ოთხწლიანი პეროიდისა. გზა ანბანისა და ციფრების ჯადოსნური სამყაროდან, ცოდნის უსასრულო სამყაროს მომდევნო კარამდე: პირველი კლასიდან- მეხუთემდე.

ცარიელ სცენაზე ჩიტის ჭიკჭიკს შემოყოლილმა მარიკომ (მარიამ ფრანგიშვილი), ჯერ გაფაციცებით მოუსმინა მგოსანს და შემდეგ საზეიმო ხმით ამცნო მაყურებელს: „ყურადღება, ყურადღება! ეთერშია ტელეკომპანია „ზარი“. ჩვენმა სპეციალურმა კორესპოდენტმა, ჩიტმა, ამბავი მოგვიტანა, რომ აურზაურის ქუჩიდან, ალუბლების ქუჩისკენ მოემართება ონავარი ბავშვების გუნდი, რომელთაც ყველგან ხმაური და აურზაური შეაქვთ! აი, ისინიც! გამოჩნდნენ!“

და ანა კალანდაძის ცნობილი ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერის თანხლებით შემოვიდნენ პატარა ონავრები იპროვიზებულ სცენაზე. მოდიოდნენ და მოიმღეროდნენ ფრთაგაშლილ ველებსა და წითელ ყაყაჩოზე, ყანა რომ დაუმშვენებია... 16 მოსწავლე ალუბლების ქუჩისკენ მიიჩქაროდა, რათა ეპოვათ მეხუთე კლასის კარი და მათ ამ კარამდე, არ მეტი არც ნაკლები, მერი პოპინსი (ფ. თურქია) მიუძღოდა.

პეპიმაც შემოიჭყიტა მხიარული წიგნიდან თავისი მეგობრებითურთ ( პეპი - მარიამ წიქვაძე, მეგობრები: მარიამ ნიკოლეიშვილი, მარიამ ფრანგიშვილი, მარიამ მამაგეიშვილი, ნინი თავაძე, ნინო რევიშვილი) გზად ცნობილი ბუტიები, მანანა და ლალიც (ნინი თავაძე, ანასტასია ბექელაძე), შემოხვდა ბავშვებს, ჯადოსნური სიტყვებიც გაიხსენეს, ადამიანთა გულებისკენ რომ გვიკვალავს გზას, იმ წიგნების გმირებიც გაიხსენეს, ერთად რომ წაიკითხეს, მეგობრობასაც უმღერეს და მეხუთე კლასის კარიც გამოჩნდა.

„ღიმილითა და იმედით, თქვენი მხარდაჭერის მოლოდინით, გულისფანცქალით ვაღებთ მეხუთე კლასის კარს და მოვდივართ!“ - შესძახეს ონავრებმა მომავალ მასწავლებლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება