სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
19-06-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა მოტივირებაზე, მათ მომავალ წარმატებასა და ცნობიერების ამაღლებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოა შექმნილი. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „ჩემი კულტურა, ჩემი სიმდიდრეა“, რომლის ფარგლებშიც, სასწავლო წლის განმავლობაში, ექსკურსიები მოეწყო.

მათ შორის, მე-3 კლასის მოსწავლეებისთვის, დამრიგებელ ლოლიტა ნებიერიძის ხელმძღვანელობითა და მშობელების მხარდაჭერით მოეწყო ექსკურსია შემდეგი მარშუტით: ზესტაფონი - ჭიათურა - საჩხერე - ზესტაფონი. მათ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, სოფელი სავანე, „მოდინახეს“ ციხე და კაცხის სვეტი მოინახულეს. მოსწავლეებისთვის ეს გასვლითი ღონისძიება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ისინი ექსკურსიიდან შთაბეჭდილებით სავსე დაბრუნდნენ.

„მოვინახულეთ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და სავანე, სადაც ბავშვობის წლები გაატარა საქართველოს მგოსანმა აკაკი წერეთელმა. მოსწავლეები გაეცნენ აკაკის ბავშვობისდროინდელ და ცხოვრების ყველა ეტაპის ცხოვრებასა და შემოქმედებას. შევუყევით „მოდინახეს“ ციხის გზას და სიყვარულით ნაშენებ იტორიულ ციხეს მივადექით.
„ღრუბლებში ამაღლებულა,
როგორც ოცნება კაცისა,
შორიდან ასე გგონია
არც მიწისაა არც ცისა“ ( ა. წერეთელი)

ლეგენდის თანახმად, თავად პაპუნა წერეთლისათვის თავად დავით აბაშიძეს დამოყვრებაზე უარი უთქვამს, უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ მივცემო. გაბრაზებულ თავადაზნაურობას პაპუნასთვის დავითზე გალაშქრება შეუთავაზებია, მაგრამ მან ძმათა სისხლისღვრას, ოფლის ღვრა ამჯობინა. პაპუნამ ციხის შენება დაიწყო და როცა დაამთავრა, დავითს შეუთვალა „მოდი, ნახეო“ . ამიტომაც უწოდებენ „მოდინახეს“ ციხეს.

„მოდინახეს“ ციხე მომსწრეა უამრავი ლაშქრობის, ბრძოლისა და გმირობის.

დღეს, ისევ დგას, რესტავრირებული, სიყვარულით ამაღლებული და მასპინძლობს სტუმრებს. სიმაღლემ კი თითქოს ღმერთის სულში ჩაგვახედა და თვალწინ გადაგვეშალა სამოთხის ხედები“. საოცრებაა, სწორედაც რომ საოცრებაა! მოსწავლეები და მჩობლები ემოციებს ვერ მალავდნენ. სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ.

დავემშვიდობეთ „მოდინახეს“ და ჭიათურისკენ გავემგზავრეთ. კაცხის სვეტს ვესტუმრეთ და საოცრი სვეტი მოვინახულეთ.

„ხრამსა შინა არის კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის თხემზეარს ეკლესია მცირე...“ - ვახუშტი ბატონიშვილი.

ზემო იმერეთში არის ერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი კაცხი. კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს ნიშნავს. „კაცხის სვეტი“მრავალი საუკუნის წინათ ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა. სვეტი 40-45 მ. სიმაღლისაა.

ლეგენდის თანახმად, „იმ არემარეში ახალი ედემის გაშენება უნებებია უფალს, მოუხმია ანგელოზნი, ზოგიერთისთვის ყვავილნარის გაშენება უბრძანებია, ზოგისთვის ხეხილის, ზოგისთვის-ცხოველების გამრავლება დაუვალებია. მორთეს და მოკაზმეს იქაურობა ანგელოზებმა.ერთ ადგილას დიდი ქვა ამოზრდილა, ქვეშ უხსენებელმა დაიბუდა თურმე. გადმოხედა უფალმა ახალ ედემს, უზარმაზარი ჭრელი უხსენებელიც დაინახა. განრისხდა, გადმოასხა მდუღარე ტალახი, ამობუგა ქვეწარმავლის ბუდე.  ჰაერშივე გაცივდა მოთუხთუხე ლავა, გაიყინა, აღიმართა სვეტად, ნიშნად იმისა, რომ დედამიწაზე მოსპობილიყო ცდუნება და ვერაგობა.“ 1977 წელს კაცხის მონასტერში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. 1999 წელს დაიწყო და 2000 წელს დასრულდა სვეტის ეზოში, სვიმონ მესვეტის ეკლესიის აღდგენა. 2006 წელს მოეწყო „სვეტზე“ ასასვლელი კიბე. კაცხის სვეტთან იმართება დღესასწაული „ სვეტობა ანუ სვეტისხოვლობა“. ეს დღესასწაული იმართება აღდგომის შემდეგ პირველ პარასკევს. „ კოხინჟრობა აღინიშნება ამაღლების შემდეგ ორშაბათს. ასევე აღინიშნება „სვიმონ მესვეტის ხსენების დღე“-14 სექტემბერს. ეს არის სვეტის ეზოში მდებარე ტაძრის დღესასწაული.

დაუვიწყარი, დადებითი ემოციებით დატვირთული დღის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად ვითამაშეთ წრეში ბურთი, ბიჭებმა კი - ფეხბურთი. გაგიკვირდებათ და მშობლები დაამარცხდნენ. მდიდარია ჩვენი საქართველო ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და ხალხით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება