სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ფლეშმობით აღნიშნეს 
20-06-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მუსიკის მასწავლებელმა - ირმა ჯალაღანიამ და სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა,მასწავლებლებმა  და სკოლის ადმინისტრაციამ აკადემიური წლის წარმატებით დასრულება ფლეშმობით აღნიშნეს.

მათ საინტერესო სცენა მოაწყვეს და ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს სკოლის ეზოში.

მოსწავლეებმა კომპოზიტორ დათო არჩვაძის ნაწარმოები „ქართული სიმღერის ზღაპარი“ გააცოცხლეს.

პოზიტიური და მხიარული ატმოსფერო შექმნეს და ერთმანეთს დღე გაულამაზეს. 

„მოსწავლეებს და არა მარტო მათ,  სჭირდებათ სიახლეები, მეტი პოზიტიური და საინტერესო გარემო, რომელზე ზრუნვა ჩვენი ვალია“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

ფლეშმობის დასასრულს მონაწილეებმა ფერადი კვამლი გაუშვეს და დიდი სიყვარულითა და მომავლის კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

სკოლაში ღონისძიების ორგანიზატორს ირმა ჯალაღანიას მადლობას უხდიან. 

„მადლობა დღევანდელი დღის მოწყობისთვის  ქალბატონ ირმას, რომელიც ყოველთვის გვანებივრებს ორიგინალური იდეებით და ამ იდეების განხორციელების მაღალი ხარისხით. ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება