სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეები ოტია იოსელიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მწერლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
20-06-2023
-
+


წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა დიდი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახელს ატარებს, შესაბამისად, საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს სასკოლო საზოგადოება განსაკუთრებულად აღნიშნავს. 

„16 ივნისი დიდი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადების დღეა. ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა, ტრადიციულად, მუდმივად ეხმაურება ამ ღირსშესანიშნავ თარიღს“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო. 

მე-5 კლასის მოსწავლეები (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დოდო ხაჩიძე, დამრიგებელი - თამილა ჭოლაძე) დიდი მწერლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დღისთვის სპეციალურად შეძენილი მაისურებით შემოსილმა მოსწავლეებმა, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს შემოქმედის საფლავი, ბავშვებმა, ასაკის შესაბამისად, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „ოტია იოსელიანის სამყარო“, გაიხსენეს ადამიანის სულში სიკეთის, სიყვარულის, სილამაზის მაძიებელი, ბოროტების, კაცთა სულიერი სიმდაბლის მამხილებელი მწერლის ბიოგრაფია, ბრძნული გამონათქვამები, დადგეს იგავ-არაკები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

„დიდი შემოქმედის სამყაროში მოგზაურობით მოსწავლეებს განუვითარდათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების უნარ-ჩვევები, გაუძლიერდათ სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გააცნობიერეს, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ , რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის დირექტორ ქალბატონ ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივით, მოსწავლეების წიგნთან დაახლოების, კითხვის, გაგება-გააზრების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარების მიზნით, მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება პროექტი „მოგზაურობა სასიტყვეთში“, რომლის ფარგლებშიც ბატონი დაჩი იოსელიანი მოსწავლეებს წაუკითხავს ოტია იოსელიანის ნაწარმოებებს, რომლებსაც შემდეგ ერთობლივად გააანალიზებენ.

„მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები კმაყოფილნი დარჩნენ ლამაზი და საინტერესო დღით“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება