სიახლეები
სკოლები

„ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
20-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა გაიმართა, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა თუ მოტივაციაზე დადებითად აისახა. 

მათ შორისაა სასკოლო პროექტი - „ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

ერთ-ერთ ეტაპზე მე-8 კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ავტომობილების წარმოებასთან დაკავშირებით, შიდა და გარე წვის ძრავიანი ავტომობილების ისტორიის შესახებ, ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზე, გამოკითხეს კომპეტენტური პირები და გამართეს პრეზენტაცია. 

ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რომელი მათგანი აბინძურებს ყველაზე მეტად გარემოს. აღნიშნეს, რომ გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მსოფლიოში ელექტრომობილების რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს და განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი მზარდია. 

„კომპანიები ცდილობენ შექმნან მეტი ინოვაციური პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს ეკოლოგიაზე დადებითად იმოქმედებს. მაგალითად, მზის ენერგეტიკის გამოყენება იყოს წამყვანი მიმართულება ელექტრომობილების ინდუსტრიაში“,- დასძინეს მოსწავლეებმა და პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალობას გაუსვეს ხაზი. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში STEM კლუბის წევრებმა არდუინოს დაპროგრამებით, შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჰაერში კვამლის ან მავნე ნივთიერებების (ნახშირორჟანგი, ბუნებრივი აირი, ნავთობპროდუქტები, ალკოჰოლი და სხვა) დაფიქსირებას გვამცნობს ხმოვანი სიგნალით და ინდიკატორის ანთებით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება