სიახლეები
სკოლები

ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სპექტაკლი გაითამაშეს
20-06-2023
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა.

მათ შორის, ზღაპრის - „კონკია“ მიხედვით სპექტაკლი დაიდგა, რომლის ხელმძღვანელები ინგლისური ენის პედაგოგები: ნათია როყუა და მზია ხუჭუა იყვნენ.

აღნიშნული სპექტაკლი სკოლაში, 12 ივნისს, ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებული ზღაპრის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

„პატარა მსახიობებმა საოცარი ოსტატობით გადმოსცეს ინგლისურ ენაზე კონკიას თავგადასავალი“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება