მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიმონ გიგაური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლისთვისაც სასკოლო საზოგადოებასთან ჯანსაღი კომუნიკაცია, მათი აზრებისა და იდეების გაზიარება და მათთან ერთად საერთო საქმის კეთება მოტივაციისა და სტიმულის მიმცემია. ის დაუღალავად შრომობს, რომ მოსწავლეებს საფუძვლიანი, ხარისხიანი განათლება შესთავაზოს და ამით ინტელექტუალური თაობების აღზრდას შეუწყოს ხელი. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ სიმონ გიგაურთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მადლობას აქტიურობისა და გვერდში დგომისთვის.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- მეც შევუერთდი ბოლო ზარს სიმბოლურად თეთრი პერანგით, მოსწავლეებს და პედაგოგობს კი ვთხოვე დაეწერათ რისი თქმაც ჩემთვის სურდათ.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- მას შემდეგ 14 წელი გავიდა, დამღლელი და დატვირთული პერიოდი იყო, მაგრამ ყოველთვის დადებითად მახსენდება.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- წარმატებული მომავალი ჰქონდეთ, ისეთი წარმატებისთვის მიეღწიოთ, რომ არამარტო თავისი, არამედ მათი გარეშემომყოფების ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეცვალონ.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მართლაც იყო ასეთი, ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა რომ: „მეც ისტორიკოსი უნდა გამოვიდე, როგორც თქვენ ხართო“
- მოტივაციას მაძლევს...
- გარშემომყოფები, როგორც სკოლაში ისე სკოლის გარე, მათი თანადგომა ყველაზე დიდი სტიმულია ჩემთვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.