სიახლეები
სკოლები

უდაბნოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება
20-06-2023
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში, 15 ივნისს მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი - სოფო გიბიშვილი იყო.

„ზეიმი, თავისი ფერადოვნებითა და სახალისო და ლამაზი ნომრების სიუხვით გამოირჩეოდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება სკოლის ეზოში ფლეშმობით დაიწყო სკოლის და სააქტო დარბაზში გაგრძელდა.

„დამრიგებელსა და მოსწავლეებს ერთნაირი ფორმები ეცვათ, სოფო მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ, საცეკვაო ნომრებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ინგლისური ენის მასწავლებელის - ნინო საბაძის ხელმძღვანელობით, კი ბავშვებმა სიმღერა ინგლისურ ენაზე შეასრულეს.

ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებას, სასკოლო საზოგადოების გარდა მშობლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„საერთო ჯამში ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიება გამოვიდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება