სიახლეები
სკოლები

„ჩემი წვლილი კლიმატის ცვლილების დაძლევაში“ - მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
20-06-2023
-
+


მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია eTwinning-ს პროექტი - „ჩემი წვლილი კლიმატის ცვლილების დაძლევაში“, რომელიც სკოლამ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმთან ერთად განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, Xბ კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს, დაამუშავეს და გააანალიზეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ, აწარმოეს გამოკითხვა და დაამუშავეს მონაცემები სტატისტიკურად, შექმნეს პრეზენტაციები web2.0-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები. მათი დამზადებული მასალები ატვირთულია პლატფორმა Twinspace-ზე და გაზიარებულია პროექტის მონაწილეებთან.

პროექტის დასასრულს ჩატარდა სკოლებს შორის ონლაინ კონფერენცია.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის საშუალებით მოსწავლეებმა გაიაზრეს საკუთარი როლი გარემოს წინაშე. თავადაც მოუფრთხილდებიან გარემოს და სხვებსაც ასწავლიან ამავეს.

პროექტის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის პედაგოგი ნათია მეტრეველი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება