სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის პარტნიორთა რიცხვი იზრდება
20-06-2023
-
+


KIU-ს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხენკელი, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და ამავე ფონდის პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა მსოფლიო რანგის იტალიელ მეცნიერს, GSI Helmholtz Center for Heavy Ion research-ის ბიოფიზიკის დეპარტამენტის დირექტორსა და PTCOG-ის პრეზიდენტს - მარკო დურანტეს. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების მიმდინარე ეტაპი და დასახეს ევროკავშირის სამეცნიერო საგრანტო პროგრამებში ერთობლივი  მონაწილეობის გეგმა. KIU-ს ადრონული თერაპიის ცენტრი უახლოეს პერიოდში გახდება PTCOG-ის სრულფასოვანი წევრი და მიიღებს ხმის უფლებას აღნიშნული ასოციაციის გამგეობის საბჭოში. 

ესპანეთში ვიზიტისას ქართული მხარე ასევე შეხვდა ჰარვარდის მედიცინის სკოლის პროფესორ ტომას ბორტფელდს, წამყვანი ესპანური ონკოლოგიური კლინიკის,  Quironsalud-ის სამედიცინო დირეტორს - რეიმონდ მირალბელსა და იტალიაში მოქმედი წამყვანი სამეცნიერო-კვევითი ცენტრის, CNAO-ს გენერალურ დირექტორს - სანდრო როსსის. შედეგად, სამივე მეცნიერმა გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული წამყვანი  ცენტრები უზრუნველყოფენ ადრონული თერაპიის ცენტრის მეცნიერთა სტაჟირებასა და გადამზადებას. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრში ციკლოტრონის ტიპის ორი ზეგამტარული ამაჩქარებელი განთავსდება. სამეცნიერო კვლევებისათვის განკუთვნილ ციკლოტრონზე განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი ციკლოტრონის ბაზაზე დაარსდება პროტონული თერაპიის კლინიკა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროს მეგა-პროექტებია. უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება