მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით, კულტურათაშორისი კულინარიული ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიებაში, მე-6-დან მე-11 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფესტივალზე წარდგენილი იყო ქართული და აზერბაიჯანული კერძები, რაც ემსახურებოდა კულტურების გაცნობას.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე მიწვეულნი იყვნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.
ამამლოს საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს, პედაგოგებსა და ბავშვებს საინტერესო დღისათვის!
„ჩვენთან კვლავ ფერადი ამბებია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით
გამარჯვებულების დაჯილდოება კიშინიოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა
ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის
„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“