მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
- სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ და შემიძლია გითხრათ, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც სასკოლო სასწავლო გეგმაში გვეწერა. გვქონდა წლიური გამოცდა მეშვიდიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, რომლის შესახებაც მოსწავლეები სასწავლო წლის დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები.
მართალია, შედეგები შესაძლოა იმაზე დაბალი იყოს ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურზეც გვყავს წარმატებული მოსწავლეები. კურსდამთავრებულთა შორის, გვყავს ორი მედლის კანდიდატი. 6 კურსდამთავრებულიდან ეროვნულ გამოცდებზე 4 მოსწავლე გადის, რაც ვფიქრობ, კარგი შედეგია.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი სკოლის საქმიანობას, ჩართული ვართ ახალი სკოლის მოდელში და ყოველწლიურად ვატარებთ პროექტს, რომელშიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ერთვება. პროექტში ჩადებული აქტივობები ინდივიდუალურად მუშავდება. ელექტრონული ფორმატის საშუალებით იტვირთება ვიდეო-რგოლები, ინფორმაციები, ცოცხალი აქტივობები და საბოლოოდ იმართება დასრულებული პროექტის წარდგენა რესურსცენტრისა და თემის წარმომადგენლებთან. უკვე მესამე წელია ასეთ მასშტაბურ პროექტებს ვატარებთ.
პირველი პროექტი გვქონდა - კულტურული მემკვიდრეობა და ძეგლები, რაც ძალიან კარგი გამოგვივიდა, ვინაიდან დმანისში არსებულ ტრადიციებზე იყო მორგებული.
მეორე პროექტი - ჯანსაღი ცხოვრების წესს ეხებოდა და ჩართულობა აქაც მაღალი იყო, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების მხრიდან.
მესამე პროექტი გარემოს დაცვაზე იყო. ამ შემთხვევაში გარკვეული შეფერხებები გვქონდა და ვერ მოვახერხეთ სრულად იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც დაგეგმილი გვქონდა, ამიტომ მომავალ სასწავლო წელს გავაგრძელებთ და დავასრულებთ. ახალ პროექტზე კი შემდეგ დავიწყებთ მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ აქტივობებში, გვყავს ფრენბურთისა და კალათბურთის გუნდები და საკმაოდ წარმატებული გასვლებიც.
სასწავლო წლის ბოლოს აქტიურად მოეწყო გასვლითი ისტორიული და შემოქმედებითი ღონისძიებები - ექსკურსიები, ლაშქრობები, თეატრები. ვცდილობთ მაქსიმალურად აქტიური სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ მოსწავლეებს და შეძლებისდაგვარად ვახერხებთ კიდეც ამას.
- ქალბატონო ლაურა, სასკოლო გამოცდები ახსენეთ, საინტერესოა წელს პირველად ჩატარდა სკოლაში მსგავსი ტიპის გამოცდა თუ ეს დანერგილი პრაქტიკაა და თუ ასეა, რამდენად ეფექტურია ?
- პანდემიის დაწყებამდე ვატარებდით მსგავსი ტიპის გამოცდებს სკოლაში. ეს ტესტირებები არ ტარდება საჩვენებლად, არამედ იმისთვის რომ გავიგოთ, რა შედეგებზე გადიან მოსწავლეები. რა მიმართულებით და რა საკითხში სჭირდებათ დახმარება.
პედაგოგები კლასების მიხედვით თავად განსაზღვრავენ რომელ კლასში და რა საგანში უნდა ჩატარდეს გამოცდა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ჩვენ კლასში 2 საგანში ვატარებთ გამოცდას, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ტესტირებები მომავალ წელს მოსწავლეებისთვის იგივე საგნებში აღარ ჩატარდება.
დღეს, ეროვნული გამოცდების გარდა პრაქტიკულად არანაირი გამოცდა არ ტარდება მოსწავლეებისთვის, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სკოლა ატარებდეს შიდა გამოცდებს, რაც თავის მხრივ მოსწავლეთა მოტივაციაზე და სწავლის ხარისხზე დადებით გავლენას ახდენს.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ პედაგოგთა კვალიფიკაციაზეც, რამდენად არიან თქვენი პედაგოგები ორიენტირებულები აიმაღლონ კვალიფიკაცია და თუ გყავთ ახალ ისეთი მასწავლებლები რომლებიც სტატუსის ამაღლებას ელიან ?
- ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელს აქვს სტატუსი. მათი უმეტესობა უფროსი პედაგოგებია, გვყავს ერთი წამყვანი პედაგოგი და ერთმაც შარშან ჩააბარა წამყვანის გამოცდა და ახალა სტატუსის მოლოდინშია. წელს უნდოდათ პედაგოგებს გამოცდაზე გასვლა, თუმცა როგორც იცით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ეს გამოცდა აღარ ტარდება, შესაბამისად რეგისტრაციაც არ გამოცხადებულა.
- წელს ჩატარდა დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდაც, თუ იყავით გასული და როგორ აფასებთ ამ პროცესებს?
- დირექტორობის სერტიფიცირების გამოცდები რომ დაიწყო, პირველივე გამოდაზე ვიყავი გასული და მაშინ წარმატებით მაქვს გავლილი ტესტირება. თუმცა შემდგომ ჯანმრთელობის მგდომარებოდან გამომდინარე ვეღარ მოვახერხე რომ გავსულიყავი გამოცდებზე. ამიტომ ახლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებილს სტატუსით ვარ სკოლის ხელმძღვანელად დანიშნული. წლევანდელ გამოცდაზე არ გავსულვარ და არ ვიცი, რა საკითხები იყო მოსული, თუმცა, ვფიქრობ, სერტიფიცირების პროცესი აუცილებელია. თუ სკოლაში დავასაქმებთ ისეთ ადამიანს, რომელმაც არც კანონები იცის, არც სკოლაში მუშაობის გამოცდილება აქვს და არც სპეციფიკა ესმის, ძალიან გაუჭირდება ამ საქმის გაძღოლა.
წლებია ვმუშაობ და მუდმივად იცვლება მოთხოვნები, კანონები და მუდმივად სწავლის პროცესში ვარ.
როგორც მე ვიცი, დმანისში 4-მა პირმა გაიარა დირექტორობის სერტიფიცირება წარმატებით. ამიტომ ვფიქრობ თუ სადმე საჭიროება დადგება, ეს კადრები ღირსეულად შეძლებენ სკოლების ხელმძღვანელობას.
- როგორც აღნიშნეთ მრავალი წელია სკოლაში მუშაობთ, ამიტომ თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა გამოწვევების წინაშეა თქვენი სკოლა და რა მხრივ საჭიროებთ ხელშეწყობას?
- ბოლო წლებში სასკოლო დაფები, მერხები, ელექტრონული ტექნიკა თავად განათლების სამინისტრომ მოგვიტანა. მთავარ მასალებს, რაც სკოლას სჭირდება უფასოდ ვიღებთ, რაც ძალიან კარგია. მას შემდეგ, რაც ახალი სკოლის მოდელში ჩავერთეთ სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სკოლაში სასწავლო პირობები გაუმჯობესებულიყო, საჩუქრად გადმოცემული ლეპტოპები და სხვა ტექნიკა ძალიან გამოგვადგა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგებით ხოლმე არის ცენტრალური გათბობა. ყველაზე რთული პერიოდი ჩვენთვის ზამთრის თვეებია, ვინაიდან ფინანსურად ძალიან გვიჭირს ამ ხარჯის გაღება. მაქსიმალურად ვცდილობთ სხვა ხარჯები შევამცირო და კომუნალურის დავალიანებაში არ გადავიდეთ. კომუნალური ხარჯები სკოლებისთვის ფინანსურად ძალიან რთული საკითხია.
- სასკოლო ხარჯებს შეეხეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ, ხართ თუ არა კმაყოფილი სკოლების ვაუჩერული სისტემის მოდელით, ისურვებდით თუ არა მის განახლებას და როგორ, მით უმეტეს რომ განათლების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სკოლების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ არსებული სისტემა მოძველებულია...
- სკოლების დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება დიდი ხანია მაქვს. არიან სკოლები, რომლებიც ვერ ხარჯავენ იმ თანხას, რომელიც ბიუჯეტში აქვთ. მცირეკონტინგენტიან სკოლებს ძალიან გვიჭირს, მნიშვნელოვანია ცვლილებების განხორციელება. მაგალითად ვერ მოვახერხე რომ სკოლაში საგანგაშო სიტუაციის დროს სიგნალიზაცია მქონდეს, მხოლოდ ცეცხლმაქრი მაქვს.. არც სიგნალიზაცია და არც სპეციალური მოწყობილობა, რომელიც წესით ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს არ მაქვს. განაცხადიც გავაკეთე და მოვითხოვე რომ დაეფინანსებინა ინფრასტრუქტურას, თუმცა უარი გვითხრეს. ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაკეთება კი წარმოუდგენელია რადგან საუბარი დაახლოებით 16 ათას ლარზეა.
სკოლაში ჩვენი ხარჯით დავაყენე ვიდეოთვალი, თუმცა მაღალი ძაბვის გამო გადაიწვა სპეციფიკური ნაწილი, რომლის გამოცვლის თანხა აღარ მაქვს ვინაიდან 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე ჯდება. ასეთ თანხებს ვერ ვაგროვებ. ამიტომ ეს ყველაფერი განათლების სამინისტრომ წინასწარ უნდა გათვალოს და სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე საჭიროებების მიხედვით თანხა თავიდანვე გამოუყოს.
მონიტორინგის სამსახურმა ერთხელ უკვე მოგვცა გაფრთხილება, რომ მომეწესრიგებინა ის ხარვეზები, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გვქონდა. კი რაც შეგიძლია ვაკეთებთ მაქსიმალურს, მაგრამ როცა საკითხი დიდ თანხებს ეხება, აქ სკოლა მით უმეტეს მცირეკონტინგენტიანი ვერ სწვდება საკუთარი სახსრებით. იმ ფინანსების ფარგლებში, რომელიც გვრჩება ძალიან რთულია, თუნდაც თვალსაჩინოების შეძენა, ბიბლიოთეკის ფონდის განახლება... იმისთვის რომ რაიმე ახალი შევიძინოთ საჭიროა, სხვა რაღაცაში დავზოგოთ თანხა, მოვაგროვოთ და ისე ვიყიდოთ რამე. ამიტომ ვისურვებდი, რომ სკოლებისთვის განსაზღვრულ ბიუჯეტში თავიდანვე იყოს გათვალისწინებული კონკრეტული საჭიროებები. აუცილებელია, სკოლებს ფინანსური თვალსაზრისით მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...