სიახლეები
სკოლები

ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გამართეს
21-06-2023
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით, სასწავლო წლის მანძილზე არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახა. 

ამჯერად, პედაგოგი ნანა თოთლაძე მოსწავლეთა ნამუშევრებს გვიზიარებს და დიდი სიამოვნებას გვპირდება. 

სკოლაში ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შესული თანხით კი მოსწავლეები მომდევნო სასწავლო წლისთვის ახალ სამხატვრო მასალას შეიძენენ. 

„პირველ რიგში გახსენით სურათები, რომ ისიამოვნოთ. დავბრუნდი დიდი პაუზის შემდეგ, ესეც ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწი, გამოფენაც გავმართეთ და პირველი შემოსავალიც გვაქვს. როგორც მხატვრობაში არიან მარჯვეები, ბიზნესიც კარგად გამოსდით ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებს, ხმაც არ ამომაღებინეს, თანხის დაკლებაზე ვეხვეწებოდი, აუქციონიც კი გაიმართა. ჩვენი შემოსავლით ისევ სამხატვრო მასალას ვიყიდით, ახალი სასწავლო წელი წინ გვაქვს“,- აღნიშნავს პედაგოგი ნანა თოთლაძე.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება