სიახლეები
სკოლები

„არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“- თამარიანის საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობის დასკვნითი კონფერენცია ჩატარდა
21-06-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

14 ივნისს, თამარიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიაში“ კლუბის მაგალითზე.

კლუბი - „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ სკოლაში 2021 წლიდან ფუნქციონირებს. სასწავლო პროცესის დროს, კვირაში ერთი დღე კლუბის ფასილიტატორები სესიებს ატარებდნენ. საკლუბო მუშაობის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა პროექტები, სასესიო აქტივობები და ექსკურსიები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ პროექტის მიზანია: რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის კარიერული მართვის და მეწარმეობის უნარების განვითარება.

სასწავლო წლის ბოლოს კი ჩატარდა კლუბური მუშაობის დასკვნითი კონფერენცია, სადაც თამარიანის „მეწარმეობისა და იდეების ლაბორატორიის“ წევრმა მოსწავლეებმა სხვა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაუზიარეს 3-წლიანი გამოცდილება და შედეგები.

კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ვარდისუბნის საჯარო სკოლის „მეწარმეობისა და იდეების ლაბორატორიის“ წევრი მოსწავლეები ფასილიტატორ სოფო ბიწაძესთან ერთად და, ასევე, ცოდნისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს ამ პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, არაფორმალური განათლების როლზე სკოლებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონფერენციის მიზანი იყო არაფორმალური განათლებით მიღებული ცოდნისა და შედეგების  გაზიარება.

სკოლაში საინტერესო და ნაყოფიერი პრეზენტაციებისთვის მოსწავლეებს მადლობას უხდიან. 

ბოლოს სკოლამ კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებს გადასცა სერტიფიკატები.

კონფერენციისა და მეწარმეობის კლუბის ხელმძღვანელები: ირინე ბოჟაძე და ნონა ხარაშვილი გახლავთ. 

შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia") ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. 




კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება