სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირის - ვალერი გოგნაძის  ხსოვნას პატივი მიაგეს
21-06-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ გმირის - ვალერი გოგნაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღსანიშნავია, ის, ღვანკითის სკოლაში სწავლობდა. 

„ვალერი გოგნაძე უმცროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანი, სამშობლოსთვის იბრძოდა და მისთვის სიცოცხლე დათმო, ისევე, როგორც აგვისტოს ომში დაღუპულმა უკვდავყოფილმა გმირებმა. დღეს, ვალერი გოგნაძე მათ რიგებშია. „იქ ვარ, სადაც საჭიროაო“ – ეს იყო პასუხი კითხვაზე „სად ხარ?“ – ოჯახი დარდობდა, დედა შვილისთვის ლოცულობდა, მაშინ ვერ გაიგო სად იყო, ახლა კი იცის. ვალერი ძმათა სასაფლაოზე, მუხათგვერდში განისვენებს“ - ვკითხულობთ ინტერნეტსივრცეში ვალერისადმი მიძღვნილ წერილში და გული ერთდროულად სინანულითა და სიამაყით გვევსება მის პედაგოგებსა და ყველა ღვანკითელს“, - გვიყვებიან სკოლაში.

გმირს პედაგოგები დიდი სიყვარულით იხსენებენ.

„აქ, ამ სკოლის კედლებში ჩაჰკიდა ხელი პატარას პირველმა მასწავლებელმა და მერხთან დასვა, დედაენა გადაუშალა და საოცრების დასაწყისი ორი სიტყვა ამოაკითხვინა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ვალერის ბავშვობა და გმირობა სამაგალითო გახდა მომავალი თაობებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეროვნული გმირის პირველმა მასწავლებელმა - ნინო გოგიაშვილმა მოსწავლეები მის მემორიალთან მიიყვანა და მათ თავისი მოსწავლის გმირობის შესახებ უამბო.

„ემოციური იყო ეს დღე პატარებისათვის. ყველა იმეორებდა ომში დაღუპული გმირის სახელს და მადლიერებას გამოხატავდა მის მიმართ.

„გმირნო, მამულის მადიდნო,

თქვენა ხართ ჩვენი დიდება,

თქვენთა სახელთა ამაყად

წარმოთქვამს შთამომავლობა“

იმეორებდნენ პატარები და ყვავილებით ამკობდნენ გმირის მემორიალს - ამ იდეით შთაგონებული პატარები გმირებად აღიზრდებიან და შემწედ მოევლინებიან თავიანთ მამულს. დიდება გმირებს! ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი ჩვენს პატარებს“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება