სიახლეები
სკოლები

თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გმირთა მემორიალი აღადგინეს
21-06-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები არაერთ საგანმანათლებლო პროექტსა თუ აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სასკოლო პროექტის - „წარსული ჩვენი სიამაყეა“ ფარგლებში, მოწყობილი აქტივობა.

აქტივობა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაია მუშკუდიანმა, X კლასის მოსწავლეებთან, მათ დამრიგებელთან ხათუნა კოჭლამაზაშვილთან ერთად მოაწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, წამოწყებას წინ უძღვოდა მოსწავლეთა დაინტერესება სკოლის ტერიტორიაზე არსებული ძველი, დაზიანებული სამამულო ომის გმირთა მემორიალით, ინფორმაციის მიღების შემდეგ ბავშვებს მისი აღდგენა-განახლების იდეა გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიგეგმა აღდგენითი სამუშაოების კვირეული, რომელსაც ხალისით შეუერთდნენ IX კლასელებიც.

ბავშვებმა თავად გაასუფთავეს მიწითა და ბალახით დაფარული ტერიტორია, აღადგინეს მემორიალის კიბის საფეხურები, ააგეს დაბალი ქვის კედელი პატარა სკვერისათვის, რომელშიც გარემოსდაცვით პროექტის ფარგლებში საკუთარი ხელით წინასწარ გამოყვანილი და მოვლილი დეკორატიული მცენარეები გადარგეს.

შრომით პროცესს V და VI კლასების მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

აღდგენითი სამუშაოები დაგვირგვინდა მემორიალზე გრანიტის ფილის დამაგრებით, რომელზეც აწერია „დიდება გმირებს“.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ კვირეულმა თვალსაჩინო გახადა მსგავსი აქტივობების ჩატარების აუცილებლობა იმ გამჭოლი უნარების და ღირებულებების გასავითარებლად, რაც ეროვნული სასწავლო გეგმითაა გაწერილი: კრიტიკული თუ შემოქმედებითი აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, ურთიერთთანამშრომლობა გუნდური მუშაობისას, მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა, პასუხისმგებლობა სასკოლო საქმიანობაში ნაკისრ ვალდებულებების შესრულება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ აღდგენილ მემორიალს საერთო გადაწყვეტილებით უფრო ფართო შინაარსობრივი დატვირთვა მიეცა - იგი მიეძღვნა საქართველოსათვის დაღუპულ გმირებს.

„სამშობლოს დაცვა და მისთვის თავგანწირვაც ხომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. გმირული საბრძოლო წარსულიც ხომ ჩვენი სიამაყეა. მადლობა სკოლის დირექციას, პედაგოგებს, მანდატურებს, მოსწავლეებს, სკოლის ექიმს და ქვის საამქროს თანამშრომლობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება