სიახლეები
სკოლები

„ქალებისა და გოგონების გაძლიერება თანასწორობისთვის“- ქუთაისის N7 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის პროექტი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
21-06-2023
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართებოდა. ისინი ასევე სხვადასხვა კონკურსში მონდომებით, მონაწილეობდნენ, სადაც წარმატებას აღწევდნენ.

მათ შორის იყო - სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მე და სამართლიანი სამყაროს“ პროექტი - „ქალებისა და გოგონების გაძლიერება თანასწორობისთვის“.

სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში იმერეთის რეგიონში გამარჯვებული და დაფინანსებული შვიდი პროექტიდან, ერთი, აღნიშნული პროექტი აღმოჩნდა.

„პროექტის მიზანი იყო, სხვადასხვა სახის აქტივობის საშუალებით მათ შორის ტრენინგების, ფილმის ჩვენებების, კონფერენციის, სოციალური მედიის კონტენტის შექნის, გავრცელების და თემატურ გაერთიანებებთან და სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენელთან დისკუსიების გზით საზოგადოებაში ქალთა უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლება“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, საკითხის შესახებ ცნობიერების დონის დასადგენად, ჯგუფმა კვლევა ჩაატარა .

„გამოიკითხა 150 მოქალაქე. განხორციელდა საინტერესო აქტივობები. შედგა თანამშრომლობა სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენელთან - თამთა ჩეჩელაშვილთან; საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარესთან - დარინე სალდაძესთანგერმანისტ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დემარტამენტის პროფესორ, სოროპტიმისტ ინტერნაციონალის ქალთა კლუბის „ქუთაისი-კოლხა“ დამფუძნებელ პრეზიდენტთან, „საბა 2022“ ლაურეატთან, 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორთან - ნუგეშა გაგნიძესთან“, - ამბობენ სკოლაში.

პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების, გენდერული საკითხების, სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და მისი მუშაობის შესახებ ცოდნა შეიძინეს, მიიღეს გამოცდილება ფილმის განხილვასა და დისკუსიის წარმართვაში.

„სამოქალაქო კლუბის მეურვის, ზაირა ტყაბლაძის,  წარდგენილმა პროექტმა მოიპოვა 450$ ღირებულების გრანტი. რომლის ფარგლებში შეიძინეს საკონფერენციო მაგიდა, სკამები და საკანცელარიო ნივთები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სამოქალაქო კლუბი „მე და სამართლიანი სამყარო“ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და დღემდე აქტიურად ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა წარმატებითა ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება