სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა და მოსწავლეთა თვითმმართველობამ საინტერესო პროექტი განახორციელეს
21-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

აკადემიური წლის განმავლობაში სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტია - „აღმოაჩინე შენი პროფესია“, რომელიც სამოქალაქო განათლების კლუბი „ერთობა“( ლიდერი -  ლიკა მიქაბერიძე) და მოსწავლეთა თვითმმართველობამ (თავ-რე ქრისტინე მიკირტიჩიანი) დირექციის, დირექტორ ფაქიზო-ფატი ფანჩულიძის მხარდაჭერით,  სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.

პროექტის ხელმძღვანელი ფ.გიორხელიძე გახლავთ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის მიზანი იყო:

  • მოსწავლებში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • ცნობიერების ამაღლება კონკრეტულ პროფესიათა მახასიათებლების შესახებ.
პროექტის ფარგლებში, 16 ივნისს მე-9, მე-9, მე-10, მე-10 კლასების მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელები: დ.ჯიშკარიანი,ლ.მანდარია, დ.ლაჭყეპიანი, ნ,ბაზაძე და პედაგოგები: ფ,გიორხელიძე, თ.ბობოხიძე პროფესიულ სასწავლებლებს სტუმრობდნენ.

„კოლეჯ „იბერიაში“ პირველსკოლელებს უმასპინძლა ქალბატონმა - თამარ მანაგაძემ. მათ დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და სასწავლო სახელოსნოები.კოლეჯი 700 სტუდენტზეა გათვლილი და ყველა ასაკის მსურველს შეუძლია დაეუფლოს სასურველ პროფესიას ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, მომსახურებებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მეორე ადგილი, რომელსაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დაინტერესებული მოსწავლეების ჯგუფი ესტუმრა იყო ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.

„საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლის პერიოდის, კოლეჯში მიღების წინაპირობების, დასაქმების არეალისა და სხვა საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს ქალბატონმა, ელი ჯიქიძემ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს აუდიტორიები, პრაქტიკის განყოფილება, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. ადგილზე გაესაუბრნენ სტუდენტებს, მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

„კოლეჯ „იბერიას“ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ დიდ მადლობას ვუხდით ნაყოფიერი და კარგად ორგანიზებული მასპინძლობისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება