სიახლეები
სკოლები

„გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისაგან“ - სამრეკლოს საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-06-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა პროექტი წარმატებით ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთი იყო სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეთა განხორციელებული პროექტი: „გადავარჩინოთ გარემო მავნე ნარჩენებისაგან“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - რუსუდან ნატროშვილი.

„პროექტის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გარემოს დაბინძურების პრევენციის საქმეში, ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის თვალსაზრისით და გარემოსდაცვითი კულტურის განვითარების ხელშეწყობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ამ პროექტის ფარგლებში, სკოლაში უამრავი აქტივობა განხორციელდა.

ბოლო შემაჯამებელი აქტივობა იყო სკოლის შემოსასვლელთან არსებული ნაგავსაყრელის დასუფთავება და ბანერის დადგმა.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს სოფელ სამრეკლოს რწმუნებულმა - ოთარ ნასრაშვილმა, სკოლის ადმინისტრაციამ, მშობელმა - ზურაბ ლეკიაშვილმა, კურსდამთავრებულმა - ალეკო სულაშვილმა და სასკოლო საზოგადოებამ.

„დიდი მადლობა თქვენ ასეთი გულისხმიერებისა და გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ სკოლისა და მოსწავლეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება