სიახლეები
სკოლები

„ედელვაისობა 2023“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეჯამდა 
21-06-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის კედლებს არაერთი სიყვარულითა და ბედნიერებით გაჯერებული დღე ახსოვს, რომელთა შემოქმედი - შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მასწავლებლები და მოსწავლეები არიან.

„ისინი თავდაპირველად ისახავენ მიზანს, შემდგომ ერთობლივი ძალებით იყენებენ ყველა რესურსსა და საშუალებას, რომ საბოლოო შედეგი შთამბეჭდავი იყოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაშიმ არაერთი ღონისძიება და აქტივობა ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა - „ედელვაისობა“, რომელიც უკვე მერვე წელია სკოლაში გრანდიოზულად აღინიშნება.

„რატომ ედელვაისობა? იმიტომ, რომ ყვავილი ედელვაისი ფორმით ძალიან ჰგავს ვარსკვლავს და ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე - ვარსკვლავია. ჩვენი ბავშვები ცოდნის შეძენის გზაზე სწავლის მწვერვალებს იპყრობენ, გამძლეობითა და სიმამაცით ვარსკვლავებს წვდებიან, ბოლოს კი აქ მიღებული და შეძენილი ცოდნით თავად ვარსკვლავებს ემსგავსებიან და სრულყოფილი პიროვნებები ხდებიან. სრულყოფილი პიროვნება ქმნის არამარტო ოჯახის, სკოლისა და ქალაქის, არამედ სამშობლოს ბედს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სრულყოფილების ზეიმი იყო დღევანდელი ედელვაისობაც... დღეს, მერვედ „მოვწყვიტეთ ედელვაისი“ და დავიპყარით სწავლის მწვერვალები. ეს იყო ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა მუსიკალური ნომრები: ცეკვა და სიმღერა. მოსწავლეებს მხიარულებაში არ ჩამორჩნენ მშობლებიც და შეასრულეს სიმღერა - დედაშვილობა.ზეიმის კულმინაცია კი იყო მასწავლებელთა ცეკვა, რომელმაც ფურორი მოახდინა დამსწრე საზოგადოებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიგელებითა და საჩუქრებით დაასაჩუქრა წარმატებული მასწავლებლები, კლასები, კლუბები და მოსწავლეები.

„ბოლოს კი არდადეგები გახსნილად გამოცხადდა და უკეთესი „ხვალეს“ მოლოდინით პირველი სკოლის პედკოლექტივი და პირველსკოლელი მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას დაემშვიდობნენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება