სიახლეები
სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს 
21-06-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს - გურანდა ბერიძეს დაემშვიდობნენ, რაც ემოციური იყო როგორც მათთვის, ასევე პედაგოგისთვის.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მათი მონაწილეობით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა.

„სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება აჩუქეს სკოლას, მათ დაასრულეს დაწყებითი განათლების პირველი საფეხური და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„უნიჭიერესი და უთბილესი ბავშვები დიდი სიყვარულით, ღონისძიებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს, გურანდა ბერიძემ, რომელმაც თავის აღზრდილებს გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა! დაე, მუდამ მზით გამთბარი და გაბრწყინებული დღეები ჰქონოდეთ მათ!“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„ღონისძიება იყო ძალიან შთამბეჭდავი, რომელიც მოიცავდა ბევრ ემოციას, თბილ სიტყვასა და ასევე ცრემლს“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება