სიახლეები
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება განსაკუთრებულად მიულოცეს 
21-06-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა უკვე მრავალი წელია, რაც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს.

წელსაც სკოლიდან, მეექვსეკლასელები, რომელთაც დაწყებითი საფეხური წარმატებით დაასრულეს, ემოციურად გააცილეს. 

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე გამოთქვეს იმედი, რომ მომავლ თაობებს სკოლიდან ნაადრევად წასვლა არ მოუწევთ და როგორც ადრე ისევ შეძლებენ საბაზო საფეხურის დასრულებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა პედაგოგებს დიდი მადლობა გადაუხადეს და სიყვარულით დაემშვიდობნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა უკვე მრავალწლიან ისტორიას ითვლის, სასკოლო საზოგადოება კვლავ იტოვებს იმედს, რომ მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების სურვილი ბოლომდე იქნეს მიყვანილი და სკოლაში სწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურზე გაგრძელდება.

სკოლა გვიზიარებს, 1901 წლის სტატიას, რომელიც გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა, კოტიანეთში სენაკის მაზრაში დაარსებული სკოლის შესახებ:

„აქ 1901 წლის 1 სექტემბერს 30 მოსწავლემ პირველად სოფლის არსებობის ისტორიაში შეაღო სამკლასიანი სამრეკლო სკოლის კარები, გურია-სამეგრელოს ეპარქიის სასწავლებელთა საბჭომ დაგვიანებულად ცნო 1901-1902 სასწავლო წელს სკოლის გახსნა, შემდგომ წელს სასკოლო ინვენტარი დაიწუნა და მხოლოდ 1904 წელს შეიტანა კოტიანეთის სკოლა ბიუჯეტში. სამი წლის მანძილზე სკოლა მუშაობდა ვლადიმერ გაგუას ხარჯზე და მასწავლებელსაც ხელფასი ვლადიმერ გაგუას ოჯახიდან ეძლეოდა, ასევე უსასყიდლოდ ცხოვროდა პედაგოგი ლუიზა ჩიტაია ოთხი წლის მანძილზე ბატონი ლადის ოჯახში.

ეს სკოლა ვლადიმერმა თავისი დის ანას დახმარებით ააშენა საკუთარ ეზოში შენობა იყო ხუთოთახიანი, წლების განმავლობაში ვლადიმერ გაგუას მიერ სოფელში დაარსებული სკოლა გახდა სოფლისთვის მძლავრი კერა განათლებისათვის, სკოლაში სწავლა გახდა ცხრაწლიანი ანუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ამჟამად სკოლა არის დაწყებითი საფეხურის, მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების სურვილია ბატონი ლადი გაგუას საქმე ბოლომდე იქნეს მიყვანილი და სკოლაში სწავლება გაგრძელდეს დაწყებით და საბაზო საფეხურზე“,- ნათქვამია სტატიაში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება