სიახლეები
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“ წარმატებით დასრულდა
21-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები და აქტივობები გაიმართა.

მათ შორის ერთ-ერთი იყო სოციალური პროექტი - „მოზარდობის ასაკის გამოწვევები“.

პროექტის ფარგლებში, 14 ივნისს, სკოლას აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი - თემურ ბრეგაძე და ბავშვთა ფსიქიატრი - მარიამ გოგიშვილი ესტუმრნენ.

შეხვედრის თემა იყო - „გარდატეხის ასაკის გამოწვევები“.

პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ანგარიში პროექტის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განხორციელებული აქტივობების შესახებ.

მათ, ასევე სკოლაში პრეზენტაცია და ვიდეორგოლი წარადგინეს.

„მოზარდობის, ანუ გარდატეხის ასაკი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხილვად საკითხს ფსიქოლოგიაში. მშობლების უმრავლესობა შიშით ელოდება ამ ასაკის დადგომასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრაზე სპეციალისტებმა შემდეგ საკითხებზე ისაუბრეს:

  • არის თუ არა გარდატეხის ასაკი ასეთი საშინელი?
  • რა ხდება მოზარდის ორგანიზმში და ტვინში?

რა პრობლემები ჩნდება მშობლებთან ურთიერთობებში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადალახვა?

„მათ ასევე აღნიშნეს, რომ გარდატეხის ასაკი განვითარების კრიზისული პერიოდია, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება. ეს პერიოდი გარდატეხაა ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულიც სწორედ იმიტომაა, რომ ბავშვი უკვე აღარაა ბავშვი, მაგრამ არც მოზრდილი არაა. როგორ გაივლის ამ პერიოდს ბავშვი, როგორ დაუჭერენ მას მხარს მშობლები გარდატეხის ასაკის კრიზისის დასაძლევად და როგორი გამოცდილებით გამოვა ის ამ პერიოდიდან, ამაზეა დამოკიდებული მისი პიროვნების ჩამოყალიბება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მომავალი ცხოვრება. ამ პერიოდში მოზარდებს განსაკუთრებით სჭირდებათ მშობლებისა მასწავლებლებისაგან თანადგომა და გაგება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეხვედრა მოსწავლეთათვის საინტერესო იყო. აღნიშნულ დღეს მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სპეციალისტებისაგან მიიღეს მეტად საინტერესო და ყურადსაღები რჩევები. სკოლა მადლობას უხდის ბატონ გოჩა ბაკურაძეს, მარიამ გოგიშვილს, თემურ ბრეგაძეს მეტად საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება