სიახლეები
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“ ფარგლებში, საინტერესო გამოფენა- ექსპოზიციას სტუმრობდნენ
22-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

განსაკუთრებით საინტერესოა პროექტი - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“, რომელიც არაერთ საინტერესო აქტივობას მოიცავდა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, „სამოქალაქო განათლებაში“ პროექტის - „შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებაში“ ფარგლებში, განხორციელდა შესაბამისი შეხვედრები და აქტივობები. 

პროექტთან დაკავშირებით მე-10 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები (სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ა. გვაჯაია, სპეცმასწავლებელი მ. კვიკვინია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლ. საჯაია), მე-7 კლასის შშმ მოსწავლე ესტუმრნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ გამოფენა- ექსპოზიციას  - „ჩვენ-30 ამბავი“.

ღონისძიების მიზანი იყო სტიგმების შემცირება და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. 

მოსწავლეებს მოეწონათ ექსპოზიცია  და განწყობა დააფიქსირეს შთაბეჭდილებათა წიგნში. დადიანების ბოტანიკურ ბაღში შშმ  მოსწავლისთვის ჩატარდა აქტივობები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიება შთამბეჭდავი იყო და ზუგდიდის მერიას გამოფენაზე მიწვევისთვის მადლობას უხდიან. 

პროექტს პედაგოგი ასმათ გვაჯაია ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება