სიახლეები
სკოლები

„სიკეთე მზის შუქს ჰგავს - ანათებს და ათბობს“ - წალკის N1 საჯარო სკოლის მასშტაბური სოციალური პროექტი 
22-06-2023
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნებს, არამედ კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

13 ივნისს, წალკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლის - ხათუნა გვიჩიანის ხელმძღვანელობით, სკოლის დირექტორის - მარინე ბერიანიძის და მასწავლებლების - ფატი ფასანიძისა და ლალი ალიმბარაშვილის თანამონაწილეობით, განხორციელდა პროექტი -„სიკეთე მზის შუქს ჰგავს - ანათებს და ათბობს“.

პროექტში ჩართულნი იყვნენ, წალკის N1 საჯარო სკოლის მე-6, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების სურვილების დაფა, შემდგომ კი, წალკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შეგროვდა თანხა, რაც მოხმარდა თავშესაფრის აღსაზრდელთა სურვილების შესრულებას და მათთვის ერთი დღის გაფერადებას.

„პროექტმა მოგვცა საშუალება დაგვემყარებინა, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან. გვინდა სიამაყით აღვნიშნოთ, რომ პროექტში ჩართული იყო წალკის მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი. ვიზიტმა დადებითი ემოციებითა და სიხარულით განაწყო, როგორც ნინოწმინდის, ასევე ჩვენი სკოლის აღსაზრდელებიც. აქვე დავძენ, რომ ეს ვიზიტი ერთჯერადი არ არის, ვაპირებთ მომავალშიც ხშირად ვესტუმროთ ჩვენს ახალ მეგობრებს, რათა ერთმანეთს გავაფერადოთ და გავუხალისოთ ყოველდღიურობა. მადლობას ვუხდით, ყველა დაწესებულებას და ადგილობრივ მოსახლეობას, თანადგომისა და დახმარებისათვის, ასევე მადლობას ვუხდით წალკის მერიას თანამშრომლობისთვისა და ჩვენი ტრანსპორტირებისთვის. ეს იყო ერთი სასიამოვნო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე, რომელიც ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში ბედნიერების ასოებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება