სიახლეები
სკოლები

„ვაანალიზებთ გასულ სასწავლო წელს და ამაყები ვართ!“ - აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძება ხონის N2 საჯარო სკოლაში
22-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი, საკმაოდ ნაყოფიერი, პროდუქტიული და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული აღმოჩნდა.

სასწავლო წლის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყო, სადაც სკოლამ მუნიციპალიტეტს, თემსა და სასკოლო საზოგადოებას აკადემიური წლის მანძილზე შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

აღსანიშნავია, მთელი წლის მანძილზე სკოლამ არაერთ წარმატებას მიაღწია და მრავალ ჯილდოსაც ითვლის.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემაჯამებელი ღონისძიებას ქალაქის მერი ლადო ჯურხაძე და რესურსცენრტის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია ესწრებოდნენ.

„მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა“... და აი, „დაიკრიფა ჩვენი ვაზი“, „დავახვავეთ მოსავალი“: სიგელები, ჯილდოები, თასები, მადლობის ბარათები, სერტიფიკატები, საინტერესო კვირეულები, პროექტები, გასვლითი გაკვეთილები, მოგებული გრანტები, დიპლომები, დამეგობრებული სკოლა, თანამშრომლობა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, ერთჯერადი სტიპენდია საუკეთესო მათემატიკური მონაცემების ბავშვს ახალგაზრდა ექიმ მარიამ კუხალაშვილისაგან, სტიპენდინტი პირველკლასელები, 6 წარჩინებული მეცხრეკლასელი, 7 ოქროს მედლის კანდიდატი, ორი წამყვანი მასწავლებელი, ორი წამყვანობისა და მენტორობის კანდიდატი, ხონის საპატიო მოქალაქე და სხვა. დღეს, ჩვენ ანგარიშს ვაბარებთ მუნიციპალიტეტს, თემს, სასკოლო საზოგადოებას - რა შევძელით, რით და როგორ შევიტანეთ წვლილი მშობლიური სკოლის წარმატებაში! ვაანალიზებთ გასულ სასწავლო წელს და ამაყები ვართ!“, - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება და მოსწავლეთა მრავალფეროვანი წარმოდგენით გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება