სიახლეები
სკოლები

ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა 
22-06-2023
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება, აქტივობა თუ პროექტი გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, პატრიოტულ მოტივებზე აგებული ღონისძიება, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ნათია ბართაიას ხელმძღვანელობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პედაგოგმა მოსწავლეები საქართველოზე დააფიქრა. საქართველოზე დაწერილი ლექსებით, სიმღერებითა და სიტყვებით გაჯერებულმა საღამომ თითოეულ მაყურებელს მეამბოხე ბუნება გაუღვიძა და სამშობლოს სადარაჯოზე დგომა მოანდომა.

ემოციური იყო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას კადრების ჩვენებაც.

„ჩვენი დიდებული ისტორია ბავშვებმა გრძნობითა და ემოციით გადმოსცეს, რამაც აუდიტორიაზეც იმოქმედა და საერთო ჯამში ყველა საქართველოს უსაზღვრო სიყვარულმა გააერთიანა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

სკოლაში პედაგოგ ნათია ბართაიას შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან. 

„მადლობა ნათია მასწავლებელს პატრიოტული სიმების შერხევისა და იმაზე დაფიქრებისთვის, რომ სხვა საქართველო, ჩვენს ქვეყანაზე უკეთესი, მართლა არსად არ არის...“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - რეიტინგული სიის შედგენა 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეგიძლიათ

აპელაციის ქულები, გათანაბრებული და საკალირებული ქულები აბიტურიენტებისთვის ცნობილია

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში
პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება