სიახლეები
სკოლები

„ნარჩენების მართვა“ - ხონის N2 სკოლის მე-10 კლასელთა საინტერესო პროექტი და მოპოვებული გრანტი
22-06-2023
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მთელი წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს, მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ნარჩენების მართვა“.

პროექტზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და მის განსახორციელებლად ხონის ახალგაზრდული იდეის გრანტიც მოიპოვეს. 

პროექტის ავტორია ნია საღარეიშვილი.

პროექტი მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, თემის ინფორმირებულობასა და კომუნიკაციების დამყარებას, როგორც კლასებს, ასევე სკოლებს შორის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სხვადსხვა საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, პროექტის მიმდინარეობის პროცესზე დეტალურად ავტორი საუბრობს:

„პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საინფორმაციო შეხვედრებს ქუტურისივანდიდის, მათხოჯის და N2 საჯარო სკოლებში, სადაც აუდიტორიას ვესაუბრეთ ნარჩენების სწორად მართვის შესახებ, ვაჩვენეთ მოკლე ვიდეორგოლი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. მეორე ეტაპი გახლდათ შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შევხვდით ხონის მერს, ბატონ ლადო ჯურხაძეს და გავაცანით ჩვენი პროექტის შესახებ. მესამე ეტაპზე დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ახალგაზრდული იდეის პროექტიდან მიღებული დაფინანსებით შევიძინეთ დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი. დავასუფთავეთ N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რაშიც მონაწილეობდნენ V კლასის მოსწავლეები პედაგოგების - მარიეტა ლეთოდიანის და თამუნა ჩხენკელის დახმარებით. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო N2 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ნუნუ მანაგაძეს, რომ ხელი შეგვიწყო და დაგვეხმარა პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნავს ნია საღარეიშვილი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება