სიახლეები
პიროვნება

„პირველკლასელებს ვეტყოდი იყვნენ გაბედულნი და დაუშრეტელნი“ - ზვიად ველიაძე, წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი 
22-06-2023
-
+


ზვიად ველიაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი მუდმივი განვითარებაა, ხოლო სირთულეებთან შეჭიდება მნიშვნელოვანი გამოცდილება. მისთვის სკოლის მართვა და  წიგნიერი, ერუდირებული და ინტელექტუალი თაობის აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც მთელი მონდომებით ეკიდება და ცდილობს განათლების სფეროში თავისი კვალი დატოვოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ზვიად ველიაძესთან

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ისეთივე კარგი და მძიმე (სიმძიმის მიზეზი პასუხისმგებლობითი შრომაც შეიძლება იყოს და რუტინაც), როგორიც სხვები: განახლებადი სიცოცხლის აუცილებლობის მიმანიშნებელი, ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობის დამაანონსებელი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მადლობას, რომ ითმენენ, მადლობას რომ ნაწილობრივ პასუხისმგებლობას იღებენ. ვეტყოდი საყვედურს, რომ მეტი შეტევით რატომ არ მოქმედებენ, მეტად რატომ არ ცდილობენ განვითარებას, რატომ არ აქტიურობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. რატომ არ მოდის მათგან იდეები, გაერთიანებები. რატომ ვერ ბედავენ, რატომ არ უსმენენ გონიერ ბავშვებს, რატომ იტყუებენ თავს და რატომ უწყობენ ხელს ზოგი მასწავლებლის ნიღბის შენარჩუნებას, რატომ ხშირად არ მოდიან სკოლაში კითხვებით, რჩევებით, მადლობის გამოსახატად...

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- მომცილდი მიწეპებულო და დამტოვე იმად, რაც ღვთისაგან ვიშვი!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მარტივებს სანაგვეში მოვისვრიდი და მხოლოდ რთულს ავირჩევდი... ძალისხმევას არ დავიშურებდი და ხელმეორედ დავიბადებოდი!

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- იყვნენ ღმერთები, მოძღვრები, იმპერატორები, ხანაც მონები, ოკეანის ფსკერნი, წიგნის ფურცლები, ნახატები და სულის არქიტექტორნი. გაბედულნი და დაუშრეტელნი. მზენი და მთვარენი!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- თვალებით და სხეულის ენით გამოხატული სიახ-LOVE-ის სიხარული.

- მოტივაციას მაძლევს...

- მტერი სიმართლისა და სინამდვილისა, პასუხისმგებლობა ღვთიური წესრიგისადმი და შესაბამისად ქართველობისადმი - ანუ მსოფლიო მოქალაქისადმი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებს ყუთიდან ამოჰქონდათ ფურცლები და ცდილობდნენ მოცემული სიტყვების მნიშვნელობა აეხსნათ

ღონისძიება ქართული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება