სიახლეები
სკოლები

„სანამ ცოცხალი ვარ, ვიბრძოლებ აჭარაში ფარიკაობის ტრადიციების გასაგრძელებლად“-ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორი ნინო მურვანიძე მადლობის წერილს ავრცელებს
23-06-2023
-
+


ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორი ნინო მურვანიძე, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემიისა და თენგიზ მორჩილაძის ოჯახის სახელით, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეს თანამშრომლობისა და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობის წერილს უძღვნის.

ბათუმის სპორტის სასახლეში ვეტერანი მოფარიკავის, საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკის, აჭარის ფარიკაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბათუმის სასპორტო სკოლის ყოფილი დირექტორის მოადგილის - თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ თენგიზ მორჩილაძე დირექტორის მეუღლე გახლდათ და, როგორც თავად აღნიშნავს, თენგიზ მორჩილაძის სახელი ფარიკაობის გარეშე ისევეა წარმოუდგენელი, როგორც მისი ცხოვრება „გორდას“ გარეშე. სწორედ ამიტომ დირექტორისთვის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნას მიძღვნილი ტურნირი, მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია.

დირექტორი თითოეულ პირს, რომელმაც ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებაში წვლილი შეიტანა, დიდი მადლობას უხდის.

„ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ დირექციის, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემიისა და თენგიზ მორჩილაძის ოჯახის სახელით, გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას, ორმხრივი თანამშრომლობისა და მორალური მხარდაჭერისთვის და დიდ მადლობას ვუხდით თენგიზის მეორე ოჯახს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეს, სასახლის უკლებლივ ყველა თანამშრომელს, ტურნირის ორგანიზებაში დაკავებულ თითოეულ პირს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორის, ბატონი შოთა დავითაძის უშუალო ხელმძღვანელობით, აჭარის არ სპორტის დეპარტამენტისა (ქალბატონი ირმა ნიჟარაძე) და აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პატრონაჟით, ვეტერანი მოფარიკავის, საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკის, აჭარის ფარიკაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბათუმის სასპორტო სკოლის ყოფილი დირექტორის მოადგილის - თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის.

• არაჩვეულებრივი სანახაობისთვის მადლობას ვუხდით სასპორტო სკოლის შესანიშნავ მანდილოსნებს: ნაირა დიასამიძეს, ნინო ქავზინაძეს, ქრისტინე მალაყმაძესა და მარინე კალანდაძეს, მონაწილე სპორტსმენებს სახელდახელო სცენაზე შთამბეჭდავი გამოსვლისთვის.

• მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენების სახელზე სამივე სინჯის მედალია, დიდი სიყვარულით ვულოცავთ და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ ბათუმელ მუშკეტერებს:

• ანანო ჯინჭარაძე( I ადგილი-რაპირა); ელენე თურმანიძე( II ადგილი-რაპირა);

მარკ ლევი, მაქსიმ მოლოდიჩი, გლებ ერმაკოვიჩი( III ადგილი-რაპირა)

და დიდ მადლობას ვუხდით მათ მწვრთნელებს, თენგიზის მეგობრებსა და თანამებრძოლებს-ბიჭიკო საფარიძეს, პაატა ხურციძეს, თინიკო ბოლქვაძესა და ბატონი თენგიზის აღზრდილსა და თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემიის მთავარ მწვრთნელს-გიორგი რამიშვილს.

• და ბოლოს... მადლობა თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემიის პირველ მერცხლებს თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტურნირში მოპოვებული გამარჯვებისთვის:

ანასტასია ანტიპინას- III ადგილი

ნინი ტუღუშს- III ადგილი

ელენე რამიშვილს-ნომინაციაში ყველაზე პატარა მონაწილეს და მათ მწვრთნელს-საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელს ფარიკაობაში-გიორგი რამიშვილს.

მოუარეთ და გაუფრთხილდით თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემიის სახელს... მეამაყებით და მტკიცედ მწამს, რომ თითოეული აკადემიელის სახით, სპორტის ყველაზე რაინდულ სახეობას- ფარიკაობას ღირსეული მუშკეტრები ჰყავს.

PS. ვინც თენგიზსა და მე გვიცნობთ, კარგად უწყით, როგორც მე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი გორდას გარეშე, ასევე, შეუძლებელია თენგიზის სახელი ფარიკაობის გარეშე... ორივესთვის მშობლიური იყო/არის „გორდა“ და ფარიკაობა... სანამ ცოცხალი ვიქნები, თენგიზის ბიჭებთან ერთად, მეც მოფარიკავე ვიქნები და ვიბრძოლებ აჭარაში ფარიკაობის ტრადიციების გასაგრძელებლად და ჩემპიონების აღსაზრდელად... არ მიყვარს უსაგნო და უმიზნო სიტყვა, მე სიტყვა -საქმიანი და საქმე- სიტყვიანი მიყვარს... ბიჭებო! მე-ნინო, ანუ, თენგიზი, თქვენ გვერდით ვარ... მიყვარხართ, მეიმედებით!!!“, - წერს დირექტორი ნინო მურვანიძე. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ ფარიკაობის წრეც გაიხსნა, ასევე არსებობს მუზეუმი, სადაც მოსწავლეები ამ სპორტის საფუძვლებს ეცნობიან.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება