სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
23-06-2023
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.

პედაგოგ ასმათ ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით, ფერადი, მრავალმხრივ საინტერესო შემოქმედებითად დატვირთული საღამო შესთავაზეს მაყურებელს IV კლასის მოსწავლეებმა.

გამოსაშვები საღამო სკოლის ღია სივრცეში მოეწყო.

ვინა ვართ ჩვენ, ვისი გორისა და ჯიშისა, საიდან მოვდივარ და ვინ ვიქნებით მომავალში ,რა გვეამაყება? - არის კითხვები, რომელთა პასუხებიც ლამაზად ორგანიზებული, ფერადი, შინაარსიანი ღონისძიებით მიიღო მსმენელმა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი განცდები და ემოციები, რაც სკოლასთან აკავშირებდათ, ისაუბრეს მიღწევებზე, რომლებიც შთამბეჭდავია:

2020 წელი - ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის - izrune.ge-ს წლის „სუპერ კლასის“ ტიტული, 

2022 წელი - „ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში წარმატებული მონაწილეობა, 2023 - „ტვინების ბრძოლის“ საშემოდგომო ტურის ფინალისტები პრიზიორები, სპორტულ და საქალაქო აქტივობებში ჩართულობა. 

მოსწავლეებმა, ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატეს და თავიანთი შემოქმედება მიუძღვნეს კლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, მშობლებს.

ამაღელვებელი იყო პირველ მასწავლებელთან დამშვიდობების სცენა.

მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - ცირა ბრეგვაძემ გადასცა წამახალისებელი დიპლომები, ასევე, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის, პოზიტიური დამოკიდებულებისა და სკოლის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის მადლობის ბარათი გადაეცა მშობელს - სალომე კოხრეიძეს.

„ეს ბრჭყვიალა საღამო ლამაზ მოგონებად გაჰყვებათ ამ კლასის მოსწავლეებს, მშობლებს ცხოვრების შემდგომ საფეხურზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

ბაღის პედაგოგების ფინანსური დახმარება იზრდება - კიდევ ვის ეხება ცვლილება ბიუჯეტში

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება