მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დისველის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო დოხტურიშვილმა „დისველლობა 2018-ს“ სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
სიცოცხლის გაგრძელება უკვდავი ჯაჭვია ცხოვრების მარადიულობის - სწორედ ამ ღრმა ჭეშმარიტებას მიეძღვნა ასლან შაინიძის სახელობის დისველის საჯარო სკოლის ღონისძიება, სადაც იგრძნობოდა, კეთილი გული, სიყვარული, ერთობა და მონატრება.
29 წლის შემდეგ იმ განვლილი ტრაგედიის ფონზე, რომელმაც გაანადგურა სოფელ წაბლანის 7 კომლიანი უბანი, 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილმა ზვავმა 23 ადამიანის მაჯისცემა შეიწირა, სწორედ რომ ამ ტკივილის გაქარვება და ფეხის თანმიმდევრული სვლაა მომავლისკენ „სიცოცხლის ზეიმი“(თამამად შეიძლება ვუწოდოთ). ორგანიზატორები გახლდნენ ამავე სკოლის რუსული ენის პედაგოგი ქალბატონი მერი ყურაშვილი და მუსიკის მასწავლებელი - ნანული კვესელავა, ზოგადად კი შეუძლებელია არ აღინიშნოს მთელი ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივის, მოწაფეების ჩართულობა და ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობის გრძნობა აღნიშნულის მიმართ.
სკოლის მიერ ორგანიზებულ ზეიმს, რომელიც აპრილის ბოლო კვირაში ჩატარდა მიეძღვნა სოფელ დისველის დაარსებას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ზემოთ ხსენებული ტრაგედიის შემდეგ, დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი.
სოფლის დღესასწაული - „სიცოცხლის ზეიმი“ დახუნძლული იყო უამრავი სიცოცხლით სავსე ლექსით, სიმღერით, სპორტული სახილველით (ქალბატონ - მარინა ქობულაძის კურირებით, სამხატვრო სახილველით ბატონ ედნარ აბულაძის მეთაურობით, რომელიც ასევე გახლდათ ამ ღონისძიების სამხატვრო ხელმძღვანელი, აქვე უნდა აღინიშნოს აჭარული ტრადიციული სამზარეულო რომელიც უხვად იყო წრმოდგენილი,
სკოლის ეზოსაც გადაედო მზიანი გული, რომელიც მკაფიოდ გამოიკვეთა, ორიგინალური საყვავილეებით, ლაღი გამწვანებით, საოცარი მოხატულობით, რაც ქიმია-ბიოლოგიის მასწავალებელ მედეა ჯაფარიძის, ბუღალტერ გენადი ცეცხლაძის და ხელოვნების მასწავლებელ ედნარი აბულაძის გარჯის შედეგია.
ეს იყო დაუვიწყარი დღე, რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა თვითოეული ჩვენთაგანის მეხსიერებაში. ვისურვებდი ბევრი ასეთი მზიანი დარი დამდგარიყოს სოფელ დისველის ცხოვრებაში.
ავტორი - ნინო დოხტურიშვილი
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე