მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სააღმზრდელო დაწესებულებებს, ავტორიზაციის ფარგლებში, აქვთ მკაფიოდ გაწერილი ვალდებულებები, რომელთა შორის გახლავთ შიდა თუ გარე ტერიტორიაზე განლაგებული სივრცეების მოწყობა; მათი რაოდენობა 11-ია და ისინი ყველა ავტორიზებულ დაწესებეულებაში უნდა იყოს.
ავტორიზაციის ფარგლებში სააღმზრდელო დაწესებულების თვითშეფასების კითხვარში გაწერილია, რომ ბაღს უნდა ჰქონდეს:
• ჯგუფური ოთახი (ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად ან კურიკულუმის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე
საერთო სივრცე ‐ ბავშვზე არანაკლებ 2 კვ.მ. გაანგარიშებით;
• საძინებელი ოთახი/მოსასვენებელი სივრცე;
• გასახდელი სივრცე (რომელშიც არსებობს ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ტანსაცმლის შესანახი
კარადები/საკიდები);
• სან.კვანძი ბავშვებისთვის;
• სან.კვანძი პერსონალისთვის;
• ადმინისტრაციული სამყოფები (მათ შორის სივრცე თანამშრომლობითი საქმიანობისთვის);
• დახურული სივრცე სენსო‐მოტორული აქტივობებისთვის/დარბაზი;
• სამედიცინო მომსახურების სივრცე;
• კვების ბლოკი (სამზარეულო კერძების მოსამზადებელი და სამრეცხაო ზონით და დამხმარე სათავსები
(სივრცე/საწყობი მშრალი პროდუქტებისთვის მაცივარ‐დანადგარებით და სივრცე/საწყობი ბოსტნეულისთვის და სხვ.);
• სამეურნეო ზონა ( ნარჩენების, სანიტარულ‐ჰიგიენური დაცვის საშუალებების და სხვა დასაწყობების ადგილი, საქვაბე, წყალსადაწნეო ავზი და სხვა);
• სივრცე მეძუძური დედების მიერ ბავშვების კვებისა და მოვლის უზრუნველსაყოფად (მხოლოდ ადრეული ასაკის 0‐2 წლამდე ჯგუფებისთვის).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ