მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლემშვენიერას საჯარო სკოლა აქტიურობით გამოირჩევა.
სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.
მარტსა და აპრილში სკოლაში კლასის საათი ჩატარდა შემდეგ თემებზე:
V-VI კლასებში - წესები, რომლებიც სჭირდება საზოგადოებას (პირადი ჰიგიენა, უცენზურო ლექსიკა, ქცევის წესები); „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“; როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი; სასკოლო სიტუაციური ამოცანების განხილვა;
VII კლასში - „გატაცება თუ დამოკიდებულება?“; სიმორცხვე და მარტოობა;
VIII კლასი - ფიზიოლოგიური ცვლილებები - ჰიგიენა; „არა ძალადობას“!;
IX კლასი - ცნება თანაკლასელი; როდის ირღვევა ჩვენი უფლებები;
XI კლასი - ფილმის „საოცრება“ ჩვენება-განხილვა;
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასკოლო ღონისძიებებიდან აღსანიშნავია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე საფეხურიანი აქტივობა.
სკოლის რამდენიმე პედაგოგმა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის -„მასწავლებელი და სოციალური მუშაკი უსაფრთხო ოჯახისათვის“ ფარგლებში ტრენინგი გაიარა. ტრენინგის თემები იყო - „ბულინგი სკოლაში“, „ძალადობა ოჯახში“ და „ნაადრევი ქორწინება“.
ამავე პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პედაგოგებმა და მშობლებმა კომიქსების მიხედვით შექმნილი ანიმაციები ნახეს, რომელსაც დისკუსია მოჰყვა. ჩვენება ორ ეტაპად გაიმართა.
მეორე ეტაპზე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა ორ ანიმაციურ ფილმს - „ძალადობა სკოლაში“ და „ძალადობა ოჯახში“ უყურეს. ჩვენების შემდეგ დისკუსია შედგა. მეორე დღეს კი მოზარდებმა სკოლაში პოსტერები მიიტანეს და პრობლემების შესახებ საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო ძალადობის დაძლევის ხელშეწყობა, მოსწავლეების ინფორმირება და პრობლემის გააზრება.
სკოლაში ასევე პროექტის - „კინო სკოლაში“ განხორციელება დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 20 ფილმი, საიდანაც ათს კინომისიონერი აჩვენებს, მეორე ნახევარს კი - სკოლის კოორდინატორი. ფილმების ნახვის შემდეგ იმართება დისკუსიები, ასევე მოსწავლეები ჩაერთვებიან რამდენიმე კონკურსში: პოსტერების, მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და რეცენზიების“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აპრილის ბოლოს სკოლაში სკოლის ტრაგიკულად დაღუპული მოსწავლის გიორგი შუკვანის სახელობის შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა მინიფეხბურთში. შეჯიბრში მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრში მე-12 კლასმა გაიმარჯვა. მოსწავლეებს სიმბოლურად თასი გადაეცათ, რომელიც დაღუპულის ოჯახს გადასცეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია მაგისტრანტობის მსურველებისთვის
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️დღემ ძალიან ემოციურ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე