სიახლეები
სკოლები

„ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება“ - ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის ავტორობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა 
26-06-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.

2022-2023 სასწავლო წლის დეკემბრიდან სენაკის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მასწავლებელი - რიმა კუპრეიშვილი, მე-4 კლასის მოსწავლეებთან - გიორგი ჯოჯუასთან, ემა ხარებავასთან, ნინი მამულიასთან, ნინი ბერიძესთან, მარიამ მურღულიასა და ქეთი ჭაავასთან ერთად, eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით შეუერთდა საერთაშორისო პროექტს - „ჩვენი ჯანსაღი ცხოვრება“. 

პროექტის ავტორი იყო, თავად ზემო ფოცხოს ინგლისური ენის მასწავლებელი რიმა კუპრეიშვილი, თანაავტორი კი ფუნდა იუგურ ილმაზი (Funda Uğur Yılmaz) გახლდათ. პროექტში ჩართულნი იყვნენ საქართველოდან 17, რუმინეთიდან - 2, თურქეთიდან კი - 9 მასწავლებელი და 155 მოსწავლე.

გაიწერა პროექტის მიზნები:

  • რას ნიშნავს ჯანსაღი და ხარისხიანი ცხოვრება?
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ჯანსაღად ცხოვრებისთვის?
  • ცნობიერების ამაღლება გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) დასაცავად;
  • გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების გადამუშავების წახალისება;
  • ვიცოდეთ რა უარყოფით კვალს ვტოვებთ ბუნებაში სიცოცხლის გაგრძელებისას და წარმოქმნისას და მივიღოთ ქმედითი ნაბიჯები მათ შესამცირებლად;
  • ინგლისური და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება;
  • თანამშრომლობითი სწავლების რეალიზება, რომელშიც მოსწავლეები ვითარდებიან, სწავლობენ და წვლილი შეაქვთ თანატოლების განვითარებაში.

    პროექტის მოსალოდნელი შედეგები შემდეგია:
  • მოსწავლეები დაუკავშირდებიან ერთმანეთს;
  • ითანამშრომლებენ;
  • აიმაღლებენ ენობრივ ცოდნას;
  • განვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სკოლასა და მასწავლებელს შორის;
  • გაუმჯობესდება მასწავლებლებისა და სტუდენტების ინგლისური და ICT უნარები;
  • უკეთესი, ხარისხიანი და ჯანსაღი ცხოვრების წარმართვის მიზნით, მათ მეტი ცოდნა ექნებათ, მიიღებენ სიფრთხილის ზომებს და იმოქმედებენ ერთად;
  • ისინი გაითავისებენ და განავითარებენ აქტიურ, ეკოლოგიურად მდგრად ცხოვრების წესს დედამიწაზე, ისინი გაავრცელებენ პროექტის მიზნებს Twinspace, Facebook, Instagram ჯგუფებში ნამუშევრების გაზიარებით;
  • ისინი შეიძენენ კომპეტენციას, სოციალურ უნარებსა და ისწავლიან გუნდურ მუშაობას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი გამოდგა მეტად სასარგებლო და ნაყოფიერი თითოეული მოსწავლისთვის და ასევე მასწავლებლისთვის. აქტივობები დაიგეგმა მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, მოსწავლეებმა პრაქტიკული სწავლების საუკეთესო გამოცდილება მიიღეს.

პროექტის ბლოგი eTwinning project - Our Healthy Life (ourhealthylife2023.blogspot.com) განთავსებულია ინტერნეტში, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაათვალიერონ  საგულდაგულოდ შესრულებული აქტივობები, ქართველი და უცხოელი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები, პროდუქტები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება