დირექტორების მსურველებისთვის რეგისტრაცია დღეს, 27 ივნისს დასრულდება - დეტალური ინსტრუქცია
26-06-2023
დაკოპირებულია
-
+
დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით თანხმობის ელექტრონული განაცხადის წარდგენის ინსტრუქციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე პირებმა, უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე –directors.mes.gov.ge
გაითვალისწინეთ: მომხმარებლად რეგისტრაცია არ გულისხმობს დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენას და აუცილებელია თანხმობის ელექტრონული განაცხადის წარდგენა.
მომხმარებლის რეგისტრაციის შემდგომ შესაძლებლობა გაქვთ წარადგინოთ თანხმობის განაცხადი, რისთვისაც უნდა დააჭიროთ ღილაკს „თანხმობის განაცხადი“.
„თანხმობის განაცხადის“ ღილაკის გააქტიურების შემდგომ შეარჩიეთ და დაამატეთ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, ატვირთეთ პირადობის მოწმობისა ან პასპორტის ასლი, ფოტოსურათი 3X4, შეავსეთ სამოტივაციო წერილის ველი და დააჭირეთ ღილაკს წარდგენა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა ნაჩვენები.
შენიშვნა: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დირექტორობის უფლების მქონე პირის მიერ თანხმობის ელექტრონულ განაცხადში იმ საჯარო სკოლის არჩევის მიუხედავად, სადაც ის არჩეული/დანიშნული იყო ზედიზედ ორჯერ, აღნიშნული საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის ასარჩევად წარდგენა არ განხორციელდება.