სიახლეები
სკოლები

„წლის საუკეთესო ღონისძიება“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია 
27-06-2023
-
+


„წლის საუკეთესო ღონისძიება“ -  ასე უწოდეს ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიას, რომლის მიზანი აჭარის ღირსშესანიშნაობათა გაცნობა იყო.

სკოლაში კარგად ესმით ექსკურსიის, როგორც სასწავლო აქტივობობის მნიშვნელობა, ამიტომ გასვლით ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ.

„გასვლითი ღონისძიებები მოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. ექსკურსია ხელს უწყობს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა დაახლოებას, აღვივებს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ზრდის სწავლის მოტივაციას, ამიტომაც იყვნენ ალბათ ასე ლაღები და ბედნიერები ჩვენი გოგო-ბიჭები“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და წარმტაცი აღმოჩნდა. 

„საოცარი იყო „მინიატურული საქართველო“, „პეტრას ციხე“, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის ხიდი, სამების ტაძარი და სხვა მრავალი, რომელთა ხილვაც მოვასწარით და ავივსეთ უზღვავი ემოციით. რაც მთავარია, იყო სიყვარული, სითბო, ღიმილი, მხიარულება, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, საუკეთესო შთაბეჭდილებები, რომლებიც მომავალ წლამდე საზრდოდ გაგვყვება. უდიდეს მადლობას ვუხდი მე-8ა (უკვე მე-9ა ) კლასის უნიკალურ მშობლებსა და მათ უსაყვარლეს შვილებს ასეთი ლამაზი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება