სიახლეები
სკოლები

„გზა სამოთხისკენ“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის ემოციური ნოველა 
27-06-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი თავის კიდევ ერთ ნოველას - „გზა სამოთხისკენ“ გვიზიარებს. 

მასში აღწერილია ქალის - თამილას გრძნობები, რომელიც ბებიასთან ერთად ცხოვრობს და ერთ დღესაც სიყვარული ეწვევა. თავიდან, თითქოს, ყველაფერი კარგადაა, თუმცა მდგომარეობა მოულოდნელად იცვლება.

ჩვენ ნინო დოხტურიშვილის ნოველას უცვლელად გთავაზობთ.

                                            გზა სამოთხისკენ

- თამილა, გამოდი გარეთ, შვილო, რატომ იკლავ თავს, რას მოგიტანს ასეთი „სულის ჩაკეტვა”?

- კარგი, რა, ბებო, რატომ იცი ხოლმე ასე, უხასიათოდ ვარ, შენ არ ყოფილხარ ცუდად?!

- ასეთი გულჩახვეული არასოდეს მინახიხარ, რამე უბედურება ხომ არ გვიახლოვდება შვილო?!

ბებიამ თვალები ავის მომასწავებლად დააკვესა, შემკრთალი შვილის ნუკრივით  მიაშტერდა შვილიშვილს, თამილას ფერმკრთალ სახეზე ღიმი გადაეფინა.

 - არა, ბებო არა, ყველაფერი კარგად არის, ნუ ნერვიულობ!

-კარგი, იყოს შენებურად! ხომ იცი, რომ გენდობი! ეეეჰ, ნეტავ, შენი მშობლები  მოსწრებოდნენ შენს დაქალებას..

- მაგას აღარაფერი ეშველება, მოდი, ახლა, და ამ  კაკლის ქვეშ ვისადილოთ, კარგზე უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ კარგზე....

ასე, ეცადა თამილა იმ დარდის გაფანტვას, რომელიც  ერთადერთ გამზრდელს, მთელი ცხოვრება გულს უმძიმებდა...

გაზაფხულის პირას, ბუნების სიდიადე ბრილიანტივით თვალში საცემია, იღვიძებს გარემო და  მიძინებული მზერაც  გაფერადცისკროვნებული ხდება იორის პირას კი სამყარო უფრო მჩქეფარეა….

ვიჯექი, ასე, უდრტვინველად მდინარის პირას და ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდი, ხან კალამი მოვიმარჯვე, ლექსის წერის სურვილმა გამიტაცა, ხან ოცნებებმა დამახვია თავბრუ, თუმცა ყველაზე მეტად ზამთრის ცივ სუსხს გამოპარული სუნთქვა მეწადა. ნიადაგზე დავწექი, მთელი სხეულით შევიგრძენი მიწის სურნელი, თვალები  მივლულე და ჩვილი ბავშვივით გავინაბე. ასეთ ნეტარებაში კიდევ დიდი ხნით ვისურვებდი ყოფნას, რომ არა, უცხო, სასიამოვნო ხმის ტემბრი, რამაც ჩემს ოცნებას მეტი სიცხადე შეჰმატა..

 - ქალიშვილო, ხომ კარგად გრძნობთ თავს?

თვალი ზანტად გავახილე, არ მსურდა გამოფხიზლება, თუმცა სხვა გამოსავალი არ მქონდა. უსიამოვნოდ შევავლე თვალი ახოვან მამაკაცს, რომელიც ბატონივით დამყურებდა თავზე.

სხარტად წამოვდექი, უფრო მეტად დავაკვირდი, ვცდილობდი, მკაფიოდ აღმექვა  უცნობის თითოეული ნაკვთი.

- არ შეგეშინდეთ!  მე აქ სტუმრად ვარ ჩამოსული, ვიფიქრე, იორის პირას გავისეირნებ-თქო  და აი, თქვენც შეგავლეთ თვალი ნიადაგზე უმოძრავოდ წამოწოლილს. მეგონა, დახმარება გესაჭიროებოდათ, მაგიტომ დაგირღვიეთ სიმყუდროვე.

- გასაგებია, გმადლობთ ყურადღებისათვის! მე ჩემი ქალური თავმოყვარეობა  გამოვიჩინე, თვალი მოვარიდე უცნობის თბილ მზერას, ქვებზე მიმოფანტული  საკუთარი ნივთების ალაგებას შევუდექი. ძალიან მსურდა მასთან რამოდენიმე წუთით შეყოვნება, თითქოს ანდამატივით მიმიზიდა, ამიტომ ველოდი გადმოსროლილ ანკესს, რომელიც უხილავი იმედის მომტანი იყო...

- მე ირაკლი მქვია!

სახე სიხარულისგან  გამიბრწყინდა, არ დამიყოვნებია საპასუხოდ საკუთარი სახელის გაზიარება..

 - მე თამილა  მქვია!

- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა!

 უცნობის ტკბილხმიანობამ და კეთილგანწყობამ მეტი სითამამე შემმატა.

- როგორ მოგწონთ ჩვენი სოფელი?

- ქალაქის ხმაურს გამოქცეული, ეს ადგილი ჩემთვის თავშესაფარია, ბოლო რამოდენიმე წელია, რაც ასეთი სიმშვიდე არ მიგვრძნია..

„სულიერი სიმშვიდე“ სწორედ ის გრძნობაა, რომელიც მარადიულად მსურდა გაგრძელებულიყო მასთან ერთად!

ყოველდღე დაბარებულივით ვიჯექი იორის პირას და სულგანაბული ველოდი მამაკაცის ნაბიჯების მოახლოებას, შემდეგ კი უსასრულო მუსაიფი გვახვევდა თავბრუს. ხშირად  ვსაუბრობდით და მკაფიოდ ვკვეთდით საერთო ინტერესებს,  რაც უფრო აღრმავებდა გრძნობებს, ზოგჯერ კი ოცნებებით თავბრუდახვეულნი,  ხმის ამოუღებლადაც  ვისხედით..

ცხოვრება ისეთ საინტერესო და მრავლისმთქმელი გახდა, როგორსაც მხოლოდ ზღაპრად თუ წარმოვიდგენდი, ამ ერთი გაელვებისთვის ღირდა დაბადება-გარდაცვალებაც კი. ასე გავიდა ემოციებით დატვირთული ერთი თვე, დასასრული კი სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის...

 - თამილა, მე უნდა წავიდე!

- როგორ, რატომ?

- აუცილებლად უნდა დავბრუნდე, ჩემს საქმეებს მივხედო, ხომ არ მოიწყენ უჩემოდ?

აი, თურმე როგორი ყოფილა სამყაროს დასასრული?! თითქოს დამჭრეს და ჭრილობიდან სისხლი მდიოდა, იმხელა სიცარიელე ჩამიდგა სხეულში რომ მუზეუმში მდგარ ფიტულს დავემსგავსე. ოაზისის ჯაჭვი გაწყდა, დაირღვა ჩემს მიერ აგებული იმედების ზღვარი. უცებ აღმოვჩნდი გადახრიოკებულ უდაბნოში, მაინც არ გავიტეხე იხტიბარი,  ჩემდაუნებურად გავიფიქრე.. 

- ხომ დაბრუნდება ? 

ბებოსაც შევამზადებ ქორწილისთვის!

- მაგრამ რომ მომენატრება?

არა უშავს, გავუძლებ, ადამიანი ხომ ყველაფერს უძლებს და მეც ავიტან ამ განშორებას, ცოტა ვიტირებ, ღრუბელი მოადგა დაცვარულ  გულს, ყველაზე დიდი  ბედნიერება სწორედ  ის დიდი სიხარულია, რაც გამოდარებას მოჰყვება ხოლმე. რა ძნელია უცებ გამოერკვე ამაოებისაგან, შეჩვეული უდრტვინელი დღეები შეცვალო სტანდარტული არაფრის მთქმელ დღეებზე, მაგრამ დედაბუნების ძალით ხომ ყველა დინება უბრუნდება თავის კალაპოტს!

ის გაემგზავრა! გავიდა დრო, ერთ თვეს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე, თოვლი წვიმად იქცა, წვიმა მზის ცრემლებად და მეც დღენიადაგ სიცივეში, თოვლში, ყინვაში, ავბედით დღეებს გავყურებდი უსაშველოდ დაბუდებული ტკივილით.

ვგრძნობდი, რომ  მის გარეშე სასიცოცხლო ძალა მეწურებოდა, გარშემომყოფებიც  ცხადად ხედავდნენ ჩემს ამოღამებულ უსინათლო თვალებს, მეგონა, რომ ამის გამო გამკიცხავდნენ, მაგრამ  არა, ალბათ, იმდენად დიდ ჭეშმარიტებას ხედავდნენ, რცხვენოდათ  მისი წაბილწვა უდიერი  შთაგონებებითა და ბილწსიტყვაობით,   მათში უფრო სიბრალულს ვხედავდი, ვიდრე წყრომას...

დაუსრულებულმა ფიქრებმა კალამიც კი ამაღებინა ხელში, დავიწყე წერა, უამრავი ნაშრომი შევქმენი, დავაგროვე დიდ სკივრში, რომელსაც „სიყვარულის კიდობანს“  ვეძახდი.

სწორედ მაგ ჩანაწერებს ვკითხულობდი, როდესაც ბებო შემოვიდა ოთახში, მის მოქმედებაში უჩვეულო ცვლილება ვიგრძენი, გამიკვირდა და  ვკითხე მიზეზი..

 - ბებო ცუდად ხარ?

- არა!

- მოხდა რამე?

- დიახ!

 - ბებო...

უცებ სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, რაღაცას გრძნობდა ჩემი გული, მაგრამ რას?!

- ჩამობრძანდა შენი ვაჟბატონი....

- როგორ? როდის? მივხვდი, რომ უაზრო კითხვების დრო არ იყო, საძინებელში ცეცხლმოკიდებულივით შევვარდი,  „სიყვარულის კიდობანში“ შენახული თეთრი კაბა სწრაფად გადავიცვი, დღეების დაუვარცხნელი თმა შევისწორე ნერვიულობისაგან გაოფლილი ხელებით, სარკეში რომ ჩავიხედე, სრულიად უცხო ადამიანი დავლანდე.. გამიხარდა! მოეღო ჩემს ტანჯვას ბოლო - ვთქვი და შვებით ამოვისუნთქე...

- ტყუილად გიხარია, შენ საბრალო!

 - ბებო ახლა არ გინდა გეხვეწები! მე უნდა წავიდე და მალე მოვალ...

- სად მიდიხარ?

- მისალოცად მიდიხარ?!

- ვერ გავიგე ბებო?

- შენ ვაჟბატონს ცოლიც მოუყვანია და  ბავშვიც ჰყავს!

- მატყუებ!

- ეეეჰ, ნეტავ ასე იყოს და!

 -ასე მოსდის „მეოცნებე ადამიანს“, შენ მოგიკვდეს შენი ბებო, როგორ დამეჩაგრე, ჩემო სიცოცხლე, როგორ!

 ბებოს კანტიკუნტად გადმოუგორდა  ცრემლები თვალებიდან...

 - კი, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა ამხელა განსაცდელი მოგივლინოს?!

თვალის უაზრო ცეცება დავიწყე, სახლის ირგვლივ თითქოს შველას ვითხოვდი მაგრამ.... აღარაფერი მახსოვს, შინაგანი განცდების გარდა, სხეულის ყოველი ნაწილი მტკიოდა და ადგომას ვერ ვახერხებდი, მწვავე შეგრძნებებისგან გონება დავკარგე...

როდესაც თვალი გავახილე, ბებოს შეშინებულ მზერას წავაწყდი, გულში გავიფიქრე, რომ უჩემოდ ეს მოხუცი თავს აღარ იცოცხლებდა... დავიძაბე! ის ხომ ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო  ჩემთვის. ისევ მე მოვიკრიბე ძალა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი დამებრუნებინა ჩემი მოხუცისთვის...

ვაი-ვაგლახით ავდექი, ხელის ცეცებით გავედი გარეთ, იმ წუთას ყველაზე მეტად ბუნებასთან ურთიერთობა დამაიმედებდა, ბაღში გასულს კი ნიავმა მომილამუნა გასავათებულ სახეზე... მივხვდი, რომ სიცოცხლე იმაზე ტკბილი იყო, ვიდრე მე წარმომედგინა, ახლა პირველად ვიგრძენი შვება, აი, იმ პატიმარივით,  რომელიც  წლების განმავლობაში გისოსებსმიღმა იყო გამომწყვდეული... ამ შეგრძნებამ, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა...

მივხვდი, რომ არასოდეს უნდა დაუწესო შენს თავს საზღვრები, რითიც შებოჭავ და გააცამტვერებ, თუმცა ადამიანები მაზოხისტებივით ვიქცევით, გვიყვარს, როდესაც ტანჯვას ვაყენებთ საკუთარ თავს...

გარემო მოვათვალიერე, თურმე როგორი სულგრძელი ყოფილა დედაბუნება,  გულში ჩამიკრა...დამიყვავა... დამამშვიდა.. ახლა მხოლოდ მის იმედად ვარ დარჩენილი. დაჟინებით შევცქეროდი შემოდგომის ფერით შეღებილ ფოთლებს, რომლის შრიალიც ხეების საპატარძლო კაბას წააგავდა, სწორედ ისეთი სინათლით  მიჭრელებდა თვალებს, როგორიც  საქორწინო სამოსი იყო. ნიავმაც მაგრძნობინა თანადგომა, სიმძაფრით დამიარა მისუსტებულ სხეულში, სურდა გარეთ გამოეტანა ის დარდი და წუხილი, რაც გულს მიმძიმებდა...

- უნდა აღვდგე ფენიქსივით, ეს აუცილებელია ჩემი და ბებოს სიცოხლისთვის...

- ჩემთვის არა ხომ?!

- ამ ხმამ გამაქვავა, ტკივილის მარწუხებმა ულმობლად მომიჭირეს ყელში, მახრჩობდნენ .. მკლავდნენ.. როგორც იქნა, საშველად მოუხმე ჩემს თავს, არ ვიცი როგორ შემომრჩა ამხელა ენერგია მთელი ძალისხმევით ვიკივლე, ასე გამოვდევნე  სულში დაგროვილი  პატარა „ტრაგედია“, რომელიც დანით მსერავდა.

- მ  ო მ შ ო რ დ ი!!!!!!!

- არ მაპატიებ ხომ?

- არასოდეს!

ხმამაღალ საუბარზე თანამოსაუბრე შეკრთა, მოულოდნელად ბავშვის განწირული ტირილი გავიგონე, წამიერად დავივიწყე წყენა, სახით მივბრუნდი თანამოსაუბრესთან, დედაშვილური ინსტიქტით ხელიდან გამოვტაცე პატარა, გულში ჩავიკარი.. აღელვებული ბავშვი დაწყნარდა და მჭიდროდ მომეკრა მკერდზე..

- ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!

ისე გამალებით ვკოცნიდი, როგორც პირუტყვი ახლად გაჩენილ ნაშიერს.. მასში ვეძებდი გადარჩენის ინსტინქტს..

ნაცნობმა ხმის ტემბრმა, ცეცხლივით დამიარა სხეულში..

- იცი, როგორ მენატრებოდი!

 - იმდენად  ძლიერად რომ დაოჯახდი კიდეც!

- მაპატიე რომ თავიდანვე არ გითხარი, მეშინოდა შენი დაკარგვის!

- გაიცანი ეს ჩემი პატარა ქალიშვილია, რომლის დედიკოც მშობიარობას გადაჰყვა, ამ ტრაგედიამ გამანადგურა, სულიდან ხორცამდე დამაუძლურა. მხოლოდ ჩვენმა გრძნობამ გამიღვიძა ადამიანური  გრძნობები,  სწორად ამიტომ ვცდილობდი შეძლებისდაგვარად გამეხანგრძლივებინა ერთად ყოფნის დრო..

- ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი რომ არ ვიმსახურებდი შენნაირ თბილ და სუფთა სულის ადამიანს, განვერიდე სიყვარულს, მაგრამ ვერ შევძელი, გესმის ვერ შევძელი! ახლა მოვედი ჩემს შვილთან ერთად და ორივემ მთელი გულით გთხოვთ პატიება!

- მაგრამ ბებომ მითხრა რომ....

- არ არის მართალი, ისიც შეცდა! ბოროტად გაეხუმრნენ და სავალალო შედეგამდე მიგიყვანეს, რამე რომ მოგსვლოდა თავს არ ვიცოცხლებდი...

მეტირა თუ მეცინა ვერ გამეგო...  ვიდექი პატარასთან ერთად და მივხვდი, რომ მის გარეშე  სიცოცხლე აღარ შემეძლო, დასუსტებული თვალებით ავწონე არანაკლებ გაფითრებული მამაკაცი, რომელსაც ნერვიულობისგან მკვდრის ფერი დასდებოდა და მკაცრად მივუგე...

- ცივა, სახლში შევიდეთ!

- ჩვენს სახლში? თვალები გაუბრყინდა....

- დიახ, ჩვენს სახლში!

ემოციებისგან დაცლილი ბებო კარის კიდეზე ჩამომჯდარი ბედნიერებით ტიროდა და დამჭკნარ ხელებს იფარებდა თვალებზე“,- წერს ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსწავლისა და მისი მშობლის სურვილი

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება