მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში აღნიშნულია რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, რისთვისაც გარკვეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში ერთხელ გაიცემა სტიპენდია;
აღსანიშნავია, რომ სტიპენდიის მისაღებად პირი ბოლო ორი წელი უნდა სწავლობდეს ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში და ჰქონდეს ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის სტატუსი.
ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
დადგენილების თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგნაირად - სტუდენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებს 100 % გრანტს, სტიპენდიის სახით ერთჯერადად ჩაერიცხება 1000 ლარი, 70%-ის შემთხვევაში 700 ლარი, ხოლო 50% - 500 ლარი.
მოსწავლეს, რომელსაც მიენიჭება ოქროს მედალოსნის სტატუსი, წლის განმავლობაში ერთხელ სტიპენდიის სახით ჩაერიცხება 500 ლარი, ხოლო ვერცხლის მედალოსანს 400 ლარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ