სიახლეები
სკოლები

ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში სახალხო მთქმელის - შაქირ ზოსიძის ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
28-06-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში სახალხო მთქმელის შაქირ ზოსიძის (ყაჭო) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

მიწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჯაბნიძეების საჯარო სკოლის დირექტორმა - ჯემალ ივანაძემ და მადლობა გადაუხადა შუახევის მერიას ღონისძიების მხარდაჭერისთვის.

საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს სახალხო მთქმელის შემოქმედება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების კულტურულ ნაწილში მონაწილეობდა ანსამბლი „მარეთი" და ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც სახალხო მთქმელის შაირები შეასრულეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შაქირ ზოსიძეს აჭარის ცნობილ მელექსე-მოშაირეთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს. ცნობილი სიმღერების უმრავლესობა მისი შეთხზულია, ნაწილი კი მისი შემონახული და დავიწყებას გადარჩენილი. უმეტესად სატრფიალო ხასიათის შაირებს თხზავდა, რომლებიც საზოგადოებაში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება