მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები მშობლებთან და პედაგოგებთან გასაუბრებებს იწყებენ. გასაუბრების მიზანი წამყვანობისა და მენტორობის მსურველი პედაგოგის შესახებ სასკოლო საზოგადოების აზრის გაგებაა.
სკოლებმა მშობლების სახელები, გვარები და საკონტაქტო ნომრები უკვე გაგზავნეს. მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები გასაუბრებისთვის პირებს შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევენ.
წამყვანობისა და მენტორობის მსურველი თუ I-VI კლასებს ასწავლის, ამ კლასების მოსწავლეთა 5-10 მშობელი გამოიკითხება, ხოლო თუ VII-XII კლასების მასწავლებელია, ამ შემთხვევაში თავად მოსწავლეებს გაესაუბრებიან. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის შემთხვევაში გამოიკითხება 5-10 მოსწავლე.
სასკოლო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მასწავლებლებიც იგულისხმებიან, შესაბამისად, სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ცენტრი მინიმუმ 3 მასწავლებელს გამოკითხავს.
შეგახსენებთ, რომ პორტფოლიოში მასწავლებლებმა 3 მიმართულების შესაბამისი დოკუმენტები ატვირთეს ((სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; პროფესიული პასუხისმგებლობა). პროფესიული პასუხისმგებლობის მიმართულებებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის კომპეტენციის დადასტურება პორტფოლიოს შეფასებისა და ექსპერტების მიერ ჩატარებული სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის საფუძველზე მოხდება. თავად წამყვანობისა და მენტორობის მსურველებთან გასაუბრებები კი 3 ივლისიდან დაწყება და აგვისტოში დასრულდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ