სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის კლუბის - „მოგზაურობა დროში“ წევრებმა დენიელ კიზის ნაწარმოები განიხილეს
29-06-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. ამ მიმართულებით კი, 2022-2023 წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა განხორციელდა. 

მათ შორის, კლუბის - „მოგზაურობა დროში“ წევრებმა დენიელ კიზის ნაწარმოები - „ყვავილები ელჯერნონისთვის“ განხილეს. წიგნის გაცნობად მოსწავლეებს ერთი თვე ჰქონდათ. მოსწავლეებმა ასევე, ნაწყვეტები ამავე სახელწოდების ფილმიდან ნახეს, ნაწარმოების შესახებ ლიტერატურათმცოდნეების მოსაზრებებს გაეცნენ და მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს. ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე იმსჯელეს, სათქმელი დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

დისკუსიას ისტორიის მასწავლებელი ნინო ბანცაძე უძღვებოდა. 2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი სხდომზე კლუბის წევრებმა და კურატორმა მასწავლებლებმა სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს.

„მოსწავლეებმა იმსჯელეს შემდეგი საკითხებისა და კითხვების მიხედვით. პრობლემა: შეზღუდული შესაძლებლობები, საზოგადოება და სტიგმა. რომელი ჯობია: იცხოვრო მცირე ხნით შეიგრძნო სიყვარული, სრულყოფილება, თუ ხანგრძლივად და დაინახო სიყალბე, შური, დაცინვა? რა შედეგი მოიტანა პროგრესულ ადამიანებთან ურთიერთობამ ჩარლზისთვის? ვინ არის ელჯერნონი, რატომ იმსახურებს ის ყვავილებს? რომელი ადამიანია უფრო საბრალო სიბნელიდან სინათლეში თუ სინათლიდან სიბნელეში რომელიც მოხვდება? ჩარლზი ყოველთვის იყო პიროვნება? საცდელი ზღვის გოჭი, თაგვზე ჩატარებული ექსპერიმენტი გამოცადეს ადამიანზე, რამდენად სწორი იყო? ადამიანები სიკეთეს რომ გიკეთებენ მერე თავის საკუთრება გონიხართ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს? დასაშვებია თუ არა ხელოვნური ჩარევის გზით ადამიანის შეცვლა?
მოსწავლეებმა გამოიტანეს დასკვნა: ყველაზე, ყველაზე დიდი შეცდომა ადამიანების შესაძლებლობების მიხედვით დაყოფა არის, გონებრივი შესაძლებლობები იქნება ეს, ფიზიკური, თუ სხვა, იმიტომ რომ ეს დაყოფა უაღრესად პირობითია და არაფრის მომცემი. სიყვარული ნებისმიერი ადამიანისადმი – აი, ეს არის ამ ნაწარმოების დედაარსი. ეს წიგნი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებში ემპათიის გასაღვიძებლად. „კარგი წიგნი უნდა ჰგავდეს ნაჯახს, რომელიც ჩვენს სულში გაყინულ ზღვას აპობს“,- წერდა ფრანც კაფკა. კარგ წიგნს ადამიანის შეცვლა თუ არა, მასში მიძინებული დადებითი თვისებების გაღვიძება მაინც შეუძლია და თუ ასეთი წიგნები არსებობენ, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ ერთ-ერთი მათგანია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება