TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

30 ივნისს NAEC მორიგ რეგისტრაციას აცხადებს
29-06-2023
-
+


რეგისტრაცია ინგლისური ენის ცოდნის დადგენის მსურველებისათვის პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში 30 ივნისის 10:00 საათიდან 11 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 12 ივლისს ჩატარდება. 

ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.

 დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.  

პროექტი „სერტუსი“ 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაისის თვიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროექტის განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ტესტირება. ცნობილია მომდევნო  ტესტირებების თარიღებიც - გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება