სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში სასკოლო ფესტივალი - „STEAM - FEST 2023“ ჩატარდა
29-06-2023
-
+


ქუთაისის N45 საჯარო რესურსსკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა თუ ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, 7 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის N45 სენსორული / სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა რესურსსკოლაში სასკოლო ფესტივალი „STEAM-FEST 2023” ჩატარდა. 

„14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური
სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სასკოლო ფესტივალის მიზანი იყო:

  • საზოგადოებაში შშმ პირთა მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა STEAM ( საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიები, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) სფეროებში;
  • ქუთაისის N45 საჯარო სკოლის შშმ მოსწავლეებთან სასწავლო პროცესში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული STEAM სწავლების მრავალფეროვანი და ინოვაციური მიდგომების გაცნობა.

ღონისძიების სლოგანი იყო -  „ მომისმინე, STEAM ყველასია“.

ჩატარდა ფესტივალის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტივობები:

  • სასკოლო ცხოვრებაში STEAM მიმართულებით ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება გამოფენის სახით;
  • მოსწავლეებში STEAM საგნების მიმართ ინტერესის გაძლიერების მიზნით მათი მონაწილეობა სხვადასხვა პრობლემაზე დაფუძნებული ამოცანების გადაჭრაში /მხიარული ექსპერიმენტებში;
  • „ტექნოლოგიების და სწავლების ინოვაციური მიდგომების გამოყენება სმენის დარღვევის მქონე ბავშვთა STEAM განათლებაში“ -  ქუთაისის N45 საჯარო სკოლის მასწავლებელთა პრეზენტაცია;
  • STEAM თემატიკაზე თეატრალური პერფომანსი მოსწავლეთა მონაწილეობით .

სასკოლო ფესტივალს - „STEAM-FEST 2023” ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს პარლამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლები, პროფესიული კოლეჯები, უნივერსიტეტი... ) წარმომადგენლები.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე აბდალაძე, რომლის იდეა უმალ აიტაცა სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა და იდეა ერთობლივად საქმედ აქციეს.

ღონისძიებამ სტუმართა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და ერთხმად აღიარეს რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური ქსელის გვერდზე და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ტელევიზიის “ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ეთერში სპეციალური გადაცემა მიეძღვნა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლაში დასაქმებულ პედაგოგებს, მათი გამოცდების შედეგები ავტომატურად აისახება e-Sсhool-ის ბაზაში

ლაშა ბექაური, ნოე სულაბერიძე, თემიკო ჭიჭინაძე... - კომისიის წევრები, რომლემაც 2024 წლის 10 საუკეთესო მასწავლებელი შეარჩიეს 

 საუკეთესო ისტორიის მქონე 10 მასწავლებელი, რომელსაც პრემია გადაეცემა უკვე შერჩეულია

ელექტრონული ჟურნალის სწორად წარმოებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დათვლისთვის საჭირო ინფორმაცია

უნივერსიტეტებმა ვაკანტური ადგილები გამოაქვეყნეს - დეტალლური ინფორმაცია სტუდენტებისთვის

პიროვნება
სკოლები

ნამდვილად წელს, ბედნიერი ფერისცვალებაა, თორნიკესთვის, მისი ყველა აღმზრდელი პედაგოგისთვის, ასევე ყველა კურსდამთავრებულისთვის

„ძვირფასო მოსწავლეებო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოდნის დიდი მარაგით გადადიხართ ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება