მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდში, 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობის ბრალდებით 50 წლის მამაკაცია დაკავებული, არსებული ინფორმაციით მოზარდი სამი თვის ფეხმძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ორსულობის ამბავი დედამ მას შემდეგ გაიგო, რაც ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა.
როგორც ცნობილია, მშობელმა პოლიციას არ მიმართა და ბავშვი აბორტის გასაკეთებლად ქუთაისის კლინიკაში წაიყვანა. სამართალდამცავებს აღნიშული ფაქტის შესახებ ექიმებმა შეატყობინეს.
გავრცელებული ინფორმაციით ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიგო, რომ მომხდარს შსს იძიებდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს.
ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა დაკავებულსაც. არსებული ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ